» » ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

6-08-2017, 12:50 dachi8 სიახლეები 0

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია
პირველი ოფიციალური თამაში სეზონში = პირველ ტიტულს. ბავარიამ პენალტების სერიაში დორტმუნდის ბორუსიას ანგარიშით 5:4 მოუგო (მატჩის ძირითადი შეხვედრა ანგარიშით 2:2) დასრულდა. გოლები კრისტიან პულისიჩმა (12’) და პიერ-ემერიკ ობამეანგმა (71’) გაიტანა, ერთადერთი გოლი ბავარიელებიდან რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა (18’). მე-2 გოლი ბავარიისთვის თავის კარში ლუკას პიშეკმა (88’) გაიტანა. პენალტების სერიაში კი სვენ ულრაიხმა მეტოქეს 2 ბურთი აუღო და რეკორდმაისტერს გამარჯვება მოუტანა..

რეკორდმაისტერმა ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, თუმცა ძირითადი დროის დასრულებას რამოდენიმე წუთიღა აშორებდა, როდესაც ბიურკის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ბავარიელებმა ისარგებლეს და ლუკას პიშეკმა საკუთარ კარში ავტოგოლი გაიტანა, რითაც შეხვედრა პენალტების სერიაში გადაიტანა.

განლაგება თამაშზე

ანჩელოტი იძულებული იყო უარი განეცხადებინა რიგი ტრავმირებული ფეხბურთელებისაგან და გადაწყვიტა 4-3-3 სქემით ეთამაშა, რომელიც თანდათანობით 4-4-2 სქემაში ტრანსფორმირდა. ამასთან ცენტრში მყოფი ორივე ფეხბურთელი ტოლისო და რუდი მოედნის ცენტრს ამყარებდნენ. თომას მიულერმა კი მანუელ ნოიერის არ ყოფნისას მოედანზე გუნდი კაპიტნის სამკლაურით გაიყვანა.

პეტერ ბოში ამავე სქემით თამაშობდა 4-3-3, სადაც ახალწვეულები გამოიყვანა პირველივე წუთებიდან: ზაგადუ დაცვის მარცხენა ფლანგს ამაგრებდა, ხოლო მაჰმუდ დაუდი მოედნის ცენტრს.

შეხვედრის მიმდინარეობა

ამ განლაგებით მასპინძლები მაშინვე შეუდგნენ მეტოქეზე ზეწოლას, რამაც სწრაფად გამოიღო შედეგი. პულიშიჩმა ცენტრალური ზონიდან ხავი მარტინესის ფეხიდან მოხსნა ბურთი და არანაირი შანსი აღარ დაუტოვა ულრაიხს 1:0. თუმცა, საკმაოდ სწრაფად ბავარიამ ანგარიში თანაბარი გახადა. რუდიმ ფლანგზე კიმიხი მონახა და შესანიშნავი პასი გაუკეთა, კიმიხმა კი თავის მხრივ სანიმუშო გადაცემა გაუკეთა მეტოქის საჯარიმოში შეჭრილ ლევანდოვსკის, ანგარიში გათანაბრდა 1:1. გოლი მაშინვე არ ჩათვლილა, რაღაც დრო დასჭირდა არბიტრის ასისტენტს, რომ ვიდეო გაემეორებინა - ეს პირველად მოხდა გერმანიის პროფესიონალურ ფეხბურთში.

1-ლი ტაიმის დასრულებისას გერმანიის ჩემპიონი გაცილებით თავდაჯერებით თამაშობდა დაცვაში და ბურთზე კონტროლი აიღო. გუნდი ბურთის ფლობის პარარელურად სახიფათო მომენტებს ქმნიდა, თუმცა მიულერის მცდელობებმა (31 და 35’), ტოლისოსი (39’) და რუდის გუნდს გოლები არ მოუტანია.

მე-2 ტაიმში თამაში იგივე სცენარით მიმდინარეობდა, სანამ დორტმუნდი უცბად არ გააქტიურდა და მწვავედ არ დაიწყო შეტევების განხორციელება. მიუხედავად ამისა, ჰუმელსი და ზიულე, რომელმაც მე-60 წუთზე ტრავმირებული მარტინესი შეცვალა, დაცვაში თავდაჯერებით თამაშობდნენ. ზუსტად ამ მომენტში, ლევანდოვსკის დარტყმულის შედეგად, როდესაც ბავარია კვლავ დაბრუნდა თამაშში, შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან ანგარიში თავის სასარგებლოდ მოეტრიალებინათ, ობამეანგმა (71’) თავისი გუნდი კვლავ წინ გაიყვანა, უსწრაფესი კონტრშეტების შედეგად.

ბავარიამ ყველა ძალა წინ გადაისროლა და ანგარიში ფინალურ სასტვენამდე დარჩენილ წუთებში გაათანაბრა. დორტმუნდელების საჯარიმოში არეულობის შედეგად თავისივე კარში პიშეკის ფეხიდან გოლი გავიდა (88’). კარის აღება კვლავ ვიდეო რეფერის თანხმობის შემდეგ დადასტურდა 2:2. რადგან რეგლამენტით დამატებითი დრო არ იყო გათვალისწინებული, უძლიერესის გამოვლენა პენალტების სერიაში უნდა მომხდარიყო, სადაც სვენ ულრაიხის მეშვეობით რეკორდმაისტერმა ახალ სეზონში თავისი პირველი ტიტული ასწია მაღლა.

ბორუსია - ბავარია 6:7 (1:1, 2:2)

შემადგენლობა:

ბორუსია - პაპასტოპოლუსი, ზაგადუ (პასლაკი, 77), პიშეკი, ბარტრა - დაუდი (როდე 46’), შაჰინი, დემბელე, კასტრო, პულისიჩი (ფილიპი, 90) - ობამეანგი.

ბავარია: ულრაიხი - მარტინესი (ზიულე, 60), ჰუმელსი, რაფინია - ტოლისო (სანჩესი, 84), კიმიხი, ვიდალი, რუდი, რიბერი - მიულერი (კომანი, 67), ლევადოვსკი.
მსაჯი - ფელიქს ცვაიერი

დასწრებადობა: 81 360 (ანშლაგი)

გოლები: 1:0 - პულისიჩი (12), 1:1 - ლევანდოვსკი (18), 2:1 - ობამეანგი (71’), 2:2 ავტოგოლი პიშეკი (88’)

ყვითელი ბარათები:
პაპასტატოპულოსი (17), ზაგადუ (53), ლევანდოვსკი (69), ვიდალი (74), როდე (86), პასლაკი (90).

გამოუყენებელი პენალტები:
ბავარია: კიმიხი
ბორუსია: როდე, ბარტრა

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია

ბავარია სუპერთასის გამარჯვებულია
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.