» » სალიხამიჯიჩი: "ვამაყობ გუნდით"

სალიხამიჯიჩი: "ვამაყობ გუნდით"

6-08-2017, 13:08 dachi8 სიახლეები 0

სალიხამიჯიჩი:
სეზონი ბავარიისთვის წარმატებით დაიწყო. სუპერთასზე ბავარიამ ხასიათი გამოვლინა და პენალტების სერიაში დორტმუნდის ბორუსიას 5:4 მოუგო, ძირითადი დრო 2:2 ანგარიშით დასრულდა. გთავაზობთ მატჩის შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს:


მატჩის შემდგომი კომენტარები:

ჰასან სალიხამიჯიჩი: „გუნდმა ხასიათი აჩვენა და ბოლომდე იბრძოდა. ჩვენ მუდამ გვიხდებოდა თამაშში დაბრუნება და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საბოლოოდ ეს ტიტული მოვიპოვეთ. დღეს ყველაზე მთავარია, რომ პირობა შევასრულეთ, კონცენტრირებული ვყოფილიყავით, განვწყობილიყავით მატჩისთვის და კლუბის ღირსება არ შეგველახა. ფეხბურთელები, რომლებსაც დღეს დებიუტი ჰქონდათ შესანიშნავად წარმოადგინეს თავისი თავი. ვამაყობ ამ გუნდით!“.

სვენ ულრაიხი: „დღეს ჩვენ უფრო მეტად ვგავდით ჩვენს თავს. 1-ელ ტაიმში ძალიან ბევრი მომენტები იყო, რომლებიც უნდა გამოგვეყენებინა. შემდეგ, სამწუხაროდ 2-ჯერ გავუშვით და კონცენტრაცია დავკარგეთ. საბოლოოდ ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ. ეს შესანიშნავია და ჩვენ ამავე განწყობით გავაგრძელებთ. დღეს ჩვენ ასევე ნამდვილი გამარჯვების სურვილი და ნება გამოვავლინეთ. რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, რომ შევძელი გუნდს დავხმარებოდი პენალტების სერიაში და გუნდთან ერთად ახალი ტიტული მოვიპოვე“.

რობერტ ლევანდოვსკი: „ძალიან მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ. ძალიან კარგად ვითამაშეთ. ზოგჯერ შეცდომებს ვუშვებდით, მაგრამ ეს ხომ პირველი თამაშია სეზონის. ახლა ჩვენ მხოლოდ უნდა მოვუმატოთ. დარწმუნებული ვარ, რომ რამოდენიმე თვის შემდეგ ყველაფერი შესანიშნავად იმუშავებს. ჩვენ ისეთივე ძლიერები ვიქნებით, როგორც 1 და 2 წლის წინ ვიყავით“.

რობერტ ბოში (ბორუსიის მწვრთნელი): „როდესაც იგებ და თამაშის დასრულებამდე სულ რაღაც 2 წუთია დარჩენილი, შემდეგ კი გოლს უშვებ, კმაყოფილი ვერ იქნები. ჩვენ კარგად დავიწყეთ, მაგრამ 15-20 წუთის შემდეგ მეტად ბევრჯერ დავკარგეთ ბურთი. აქ ჩვენ გაგვიმართლა კიდეც, რომ ბავარიამ მეტი არ გაიტანა. მე-2 ნახევარში უკეთესად ვთამაშობდით“.

ნური შახინი (ბორუსია): „ძალიან კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ თამაშის სადავეები გავუშვით ხელიდან და ბავარიამ კარგად გვარბენინა. თამაშის მე-2 ნახევარი მთლიანად ჩვენ გვეკუთვნოდა, ამიტომ ძალიან დასანანია, რომ საბოლოოდ ჩვენ ეს მატჩი წავაგეთ“.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.