» » 2017/18 - რთული სეზონი

2017/18 - რთული სეზონი

8-08-2017, 00:50 dachi8 თავისუფალი სტატია 1

2017/18 - რთული სეზონი
„ბავარია“ ახალ სეზონს გადახალისებული შემადგენლობით იწყებს და ბუნებრივია ბევრ ჩვენგანს ბევრი კითხვა აწუხებს, თუ რა ელოდება მის ფავორიტ კლუბს, შეძლებს კი ის ევროპის პრესტიჟული ტიტულის ჩემპიონთა ლიგის თასის დაუფლებას? გუნდში პრობლემები თვალში საცემია, მაგრამ შესაძლოა არც ისე ცუდად იყოს ყველაფერი? სპორტს.რუ-ს ბლოგერმა Nick Datlove-მა ამ საკითხების ირგვლივ კითხვები დასვა, ზოგს თვითონ უპასუხა, ზოგიც კითხვაგაუცემი დატოვა, რადგან მოლოდინები დიდია და შესაძლებლობები კი არც თუ ისე იმედისმომცემი. თუ თქვენთვის საინტერესო იქნება, გთავაზობთ მის სტატიას - თარგმნილს.

ეს ძალიან რთული სეზონი იქნება. ეჭვგარეშეა, ის ისეთივე ერთმნიშვნელოვანი არ იქნება, როგორიც ვან გაალის ეპოქამდე იყო, და ისეთი გაურკვეველი, როგორიც ჰოლანდიელის დროს. მაგრამ ამდენი კითხვა სეზონის სტარტამდე არ გაჩენილა უკვე 8 წელია. ამასთან, ეს ბანალური ტურნირის კითხვები არაა, როგორიცაა: თუ რამდენ ტიტულს აიღებს ამ წელს „ბავარია“ , მიაღწევს თუ არა ფინალამდე ჩემპიონთა ლიგაზე. ამაზე ფიქრიც კი არ მოგდის თავში ჯერ. ახლა სხვა რამაა საინტერესო. რა მიზნებს ისახავს კლუბის ხელმძღვანელობა და შეესაბამება თუ არა ისინი მწვრთნელის შესაძლებლობებსა და ამბიციებს? მომავალზე ახლა უფრო უკეთესია ფიქრი, თუ სჯობს აწყმოზე გაკეთდეს აქცენტი? ან იქნებ ყველაფერზე ერთადაა საზრუნავი?

ჯერ კიდევ მაისში, წინა სეზონის დასრულების შემდგომ, ისე სჩანდა, თითქოს „ბავარიას“ მხოლოდ 2 გზა აჰქონდა განვითარების. პირველი - რესტრუქტურიზაციის დაწყება. ეს ვარიანტი მეტად საკამათი იყო 2 მიზეზის გამო: მეტად ბევრი ფეხბურთელია ძირითადის შემადგენლობიდან თავის პიკზე და მნიშვნელოვანია მათი მაქსიმუმის გამოყენება უახლოეს 2 წელიწადში. და კარლო ანჩელოტი - ეს ის მწვრთნელი არაა, რომელიც რესტრუქტურიზაციით შეიძლება დაკავდეს. კი, შეიძლება, ეს ასე ვთქვათ „კლიშეა“, რომ იტალიელს არ შეუძლია ახაგაზრდებთან მუშაობა და გუნდის რესტრუქტურიზაცია ადრე მას არასოდეს არ ჩაუტარებია. მაგრამ კარლო ანჩელოტის იმ შემთხვევაშიც კი თუ ის შეძლებს დიდი ნიჭის დანახვას, მას მაინც თითოეულ ფეხბურთელთან მოუწევს მუშაობა, დროის მიცემა და განვითრება. ყველა ნიჭიერი ფეხბურთელი კი ვარსკვლავად არ ყალიბდება, მაგრამ არც ყველა ერთი შეხედვით საშუალო დონის შემსრულებელი რჩება ამავე დონეზე, რომელიღაცას შესწევს ძალა მუხლჩაუხრელი მუშაობით „თავის თავს გადაახტეს“ . მეორე ვარიანტი - გაძლიერება და ყველაფრის მოგება, სანამ ანჩელოტია. ამ მწვრთნელმა იცის, თუ როგორ მიიღოს შედეგები უმოკლეს დროში ვარსკვლავურ შემადგენლობაში და ამასთან ჩემპიონთა ლიგაზე.

რასაკვირველია, მთელი სერიოზულობით გინდა რომ გჯეროდეს, ყველაფერი მეორე სცენარით განვითარდება, მაგრამ ული ჰიონესის ივნისში გაკეთებული განცხადება სხვა რამეზე გვაფიქრებს: „თუ ჩვენ გერმანიის ჩემპიონები გავხდებით, უკვე ძალიან კმაყოფილი ვიქნები. ჩვენ რესტრუქტურიზაციის ზღვარზე ვართ. სრულიად ბუნებრივია, რომ ამ პროცესს რომ მოვრჩებით, ჩვენ კვლავ მიზნად 1 ტიტულზე მეტს დავისახავთ“. თვითონ რესტრუქტურიზაცია კი ძალიან დიდ დროს საჭიროებს, თუმცა, ის სხვადასხვანაირი არსებობს. სანამ შევშინდებოდეთ და იმის გარკვევაში ვიყოთ, თუ როგორ გაუმკლავდება ანჩელოტი მისთვის ახალ ამოცანებს, ბავარიის სეზონის ძვირფასი დროის დაკარგვის რისკით, ღირს ყველაფერში გავერკვეთ.

მეტად საეჭვოა, რომ რესტრუქტურიზაცია სრული იქნება, ხელმძღვანელობაც ასევე ამას რა თქმა უნდა აცნობიერებს და სრულიად ძლიერი სამუშაო მექანიზმის გატეხვას არ დაიწყებს, რომელსაც მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი ესაჭიროება. ამიტომ ეს სეზონი, უფრო მეტად კომპრომისული იქნება, როდესაც კარლო შეეცდება მაქსიმუმი ამოიღოს ამჟამინდელი ლიდერებისგან და ამასთან მოემზადება სწრაფ გარდაუვალ განახლებისათვის. ჩვეული ზეწოლის გარეშე საბოლოო შედეგებისთვის.

6 მთავარი კითხვა

ვინ შეცვლის ფილიპ ლამს?

პასუხი მარტივია - ვერავინ. ნათელია, რომ როგორც ლიდერს და პიროვნებას გუნდზე ზეგავლენნით, ლამს ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს, ასეთი ფეხბურთელები ხომ ძალიან იშვიათობაა. მაგრამ ლაპარაკი ახლა ამაზეც არაა. მარჯვენა ფლანგზე შესამჩნევი ხვრელი აღმოცენდება, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეივსოს. ძალიან დროულად თავის არაპროფილურ პოზიციაზე გერმანიის ნაკრებში იოშუა კიმიხი გაიხსნა და ზუსტად იოშუას მოუწევს ლეგენდის ჩანაცვლება. ამის შესახებ უკვე დიდი ხანია ამტკიცებს ხელმძღვანელობა და მწვრთნელიც ეთანხმება, ხოლო, თვითონ ფეხბურთელი სულმოუთმენლად ელის ამ პოზიციის გამაგრებას.

2017/18 - რთული სეზონი


კაპიტნის სამკლაურის გადაცემის საკითხშიც სიურპრიზი არაფერი არ მომხდარა - ის მანუელ ნოიერს გადაეცა. კი, ოდნავ უჩვეულოა იმის გაცნობიერება, რომ „ბავარიის“ კაპიტანი „შალკეს“ აღზრდილი გახდება, რომელიც მაშინვე ოვაციებით არ მიუღიათ „ალიანც არენაზე“, თუმცა ეს ყველაფერი უკვე წარსულშია. ნოიერმა კოსმიური ნაბიჯი გადადგა წინ განვითარებისაკენ. მან პრაქტიკულად ყველას დაუმტკიცა, რომ საუკეთესო თანამედროვე გოლკიპერია, რომელიც შეზღუდული არაა მხოლოდ საჯარიმოში მოქმედებით, მან აიძულა დაგვევიწყებინა კანის წასვლის შემდგომ არასტაბილური ხანა, დამსახურებულად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და ბასტიან შვაინშტაიგერისაგან კაპიტნის სამკლაურიც გადაეცა. „ბავარიაშიც“ უკეთესს კანდიდატს ვერ მოძებნიდი. მიულერი მხიარული, ხუმრობის მოყვარულია, მაგრამ ის არ მიისწრაფვის მომატებული ყურადღებისაკენ, ხოლო, ჟერომ ბოატენგს კი მიდრეკილება აქვს ზოგჯერ არასაჭირო მომენტში გიმტყუნოს. მათთვის საკმარისია ვიცე-კაპიტნობა. მანუელი კი მზადაა სრული პასუხისმგებლობისათვის .

2017/18 - რთული სეზონი


ვისთვისაა ხაბი ალონსოს როლი განკუთვნილი?

კითხვა თავიდანვე არასწორია. იდეალში ვარსკვლავურ ბასკს არანაირი შემცვლელი არ სჭირდება, რადგან შემადგენლობაში საკმაოდ არიან ცენტრის ფეხბურთელები, მაგრამ დაბრკოლება მწვრთნელშია. ანჩელოტის სჭირდება ნახევარმცველი საჯარიმოს წინ, შესანიშნავი პირველი პასით ნებისმიერ დისტანციაზე და ბურთის სრული კონტროლით. იმის მიუხედავად, რომ ალონსო „ბავარიაში“ თავისი კარიერის დასასრულისკენ მოხვდა და ჭეშმარიტად მისი თამაშით დატკბობა ბავარიელ გულშემატკივარს არ მოუწია, მაგრამ ზემოთხსენებული მისი მახასიათებლების ბოლო ორ კომპონენტში მისი ტოლი ცოტა თუ იყო. კიმიხი პოტენციალში მასზე ნაკლები არაა, მაგრამ მას სხვა როლი ეკისრება, ტიაგომ პროგრესი განიცადა, მაგრამ კარლოს ის აშკარად უფრო წინ წაწეული სჭირდება, ხოლო, ვიდალი სრულიად შეზღუდული არაა სივრცეში.

მხოლოდ 2 ახალწვეული რჩება - კორენტენ ტოლისო და სებასტიან რუდი. ფრანგი რეკორდული თანხით კარლო ანჩელოტის თხოვნით იქნა ნაყიდი და მწვრთნელმა მას „ერთ -ერთი საუკეთესო ნახევარმცველი უწოდა ბაზარზე“, რაც თავისთავად მეტყველებს ფეხბურთელისადმი ნდობაზე. ტოლისომ წინასასეზონო მატჩებში თავი მრავალმხრივ და გონიერ შემსრულებლად წარმოგვიდგინა, მაგრამ მაინც მასში არ ჩანს ხაბი ალონსოს მემკვიდრე. ის უფრო მეტად ვიდალს წააგავს, თვითონაც რამოდენიმეჯერ აქვს ნათქვამი, რომ უყვარს თამაში შეტევასთან ახლოს. თავის მხრივ რუდი კი საერთოდ რეზერვის ფეხბურთელად მიიჩნევა, მაგრამ „ჰოფენჰაიმში“ მისი გამოსვლებით თუ ვიმსჯელებთ, სებასტიანი უფრო მეტად ერგება ახალ გამოწვევას. იტალიელ სპეციალისტს აქვს დასაფიქრებელი ამ ასპექტში.

2017/18 - რთული სეზონი


შეუძლია კარლო ანჩელოტის თავის თავის შეცვლა?

მწვრთნელს ასევე დასაფიქრებელი საკუთარი უნარების არსენალზე აქვს. გასულ სეზონში მან იმ ადამიანად წარმოგვიდგინა თავი, რომელსაც თუ სიტუაცია კრიტიკულ ზღვარს არ აღწევს, არ უყვარს თავისი პრინციპებიდან გადახვევა. კარლო დიდხანს იყენებდა 4-3-3 განლაგებას, სადაც მიულერს ფლანგზე დგომით აწვალებდა და ერთ-ერთ მნიშნელოვან შემტევ ფეხბურთელს კარგავდა ამით. მხოლოდ მე-2 წრის მოახლოებისაკენ, როდესაც გასაგები გახდა, რომ მიულერის „უფორმობა“ არა მარტო მწვრთნელის ბრალი იყო, იტალიელმა გადაწყვიტა სქემის შეცვლა და გამოცდილ 4-2-3-1 სქემაზე გადავიდა, ტიაგო კი 10-იანის პოზიციაზე გადაიყვანა. ახლა ტაქტიკური მოქნილობა ანჩელოტის ისე სჭირდება, როგორც არასდროს. აშკარაა, რომ მოვიდა დრო ფლანგური თამაში გვერდზე გაწიოს, რომლისთვისაც შემსრულებლებიც კი აკლია. რობენს და რიბერის კიდევ ერთი წელი მოემატათ, მიულერს და ხამესს კი თამაშის სურვილი ერთი მეორეზე ნაკლები არ აქვთ, ხოლო ცენტრალურ ზონაში კონკურენცია ზღვარს გადაცილებულია. მოითხოვება 3-5-2 სქემაზე ან იტალიელისათვის უფრო ნაცნობ 4-3-2-1 სქემაზე გადასვლა. მაგრამ გარისკავს კი იტალიელი? ამის გარდა, გუნდი გაცილებით გაახალგაზრდავდა და ფსონის დადება მხოლოდ ვეტერანებზე აღარ გამოვა. ანჩელოტი ან თავისი თავის ერთგული დარჩება, ან პროგრესს მიაღწევს.

2017/18 - რთული სეზონი


„რობერისათვის“ გახდება ეს სეზონი საბოლოო?

როგორი დასანანიც არ უნდა იყოს - ეს სეზონი საბოლოო უნდა გახდეს შეუცვლელი შემტევი ფლანგელებისათვის. ერთად ისინი უკვე 8 წელია თამაშობენ და ამ დროის განმავლობაში კლუბისათვის გაცილებით მეტი გახდნენ, ვიდრე უბრალოდ ვარსკვლავური ლეგიონერები. ორივე უკვე ლეგენდები არიან და „ბავარიის“ისტორიაში თავის ადგილს დაიკავებენ. მაგრამ მათი კონტრაქტები იწურება და მალე მომავალს მათ გარეშე უნდა შეხედონ, ამიტომ უკეთესია ასეთი სამწუხარო მომენტისათვის წინასწარ მომზადება. ფრანკ რიბერი თანდათანობით უკლებს, ის ფიზიკურად 90 წუთი ვეღარ ძლებს, თუმცა მორალურად უწინდებურად ძალით სავსეა. ფრანგი შესანიშნავ ჯოკერად შეიძლება გარდაიქცეს სათადარიგო სკამიდან, როდესაც მეტოქის ფეხბურთელები გადაიღლებიან და საჭირო იქნება ამ მომენტში მათი დაჭერა, მაგრამ როგორც ძირითადის ფეხბურთელზე მასზე დაყრდნობა არ შეიძლება. არიენ რობენი ჯერ კიდევ მშვენიერ ფორმაშია, 33 წლის ასაკში მისი მარცხენა ფეხი კვლავ ისეთივე მაგიურია, მაგრამ ეს რამდენი ხანი გაგრძელდება? ჰოლანდიელის მყისიერი რეგრესი ყველაფრის კრახი გახდება. არაა საჭირო მოცდა, თუ როდის მოხდება ეს. მშვიდ ფონზე ბავარიული დუეტი მე-2 ფონზე უნდა გადაიწიოს და ყველაფერი უნდა გაკეთდე იმისთვის, რომ მათ მიუნხენი ლამაზად დატოვონ.

2017/18 - რთული სეზონი


საკმარისია ბავარიისთვის ერთი ფორვარდი?

რა თქმა უნდა არა. არც ერთი ტოპ კლუბისათვის არ შეიძლება საკმარისი იყოს ერთი ფორვარდის ყოლა, სრულფასოვანი შემცვლელის გარეშე. „ბავარიაში“ რობერტ ლევანდოვსკის შეუცვლელობა თითქმის აბსურდს ემსგავსება. ეჭვგარეშეა, პოლონელი ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე, თითოეულ სეზონში 30+ გოლით და კლუბის საუკეთესო ბომბარდირების ისტორიაში ხვდება. მითუმეტეს, საუკეთესოებსაც კი არ შეუძლიათ აიცილონ ტრავმები და გადაღლილობა, ყველას სჭირდება შემცვლელი. ხოლო, მიულერი, როგორც შესაძლოა ვინმემ ჩათვალოს, ფორვარდობა მისი ძლიერი მხარე არაა. იმ შემთხვევის შემდეგ, როდესაც რობერტ ლევანდოვსკიმ ტრავმა მიიღო და ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალური მატჩი გამოტოვა „რეალთან“, იმედი ჩაისახა, რომ მაინც მე-2 ფორვარდი მოვიდოდა კლუბში, მაგრამ მოლოდინები არ გამართლდა. რუმენიგემ განაცხადა, რომ „ლევანდოვსკი თავისი მატჩების 95% თამაშობს. რთულია მოძებნო ფეხბურთელი სეზონში 2-3 მატჩისთვის“.

2017/18 - რთული სეზონი



ერგება თუ არა ჰასან სალიხამიჯიჩი სპორტული დირექტორის თანამდებობას?

ამას ჩვენ მოგვიანებით შევიტყობთ. ბრაზოს კანდიდატურა ნებისმიერ შემთხვევაში საკამათოა 2 მიზეზის გამო: ყველაზე ბანალური - გამოცდილების არ ქონა ხელმძღვანელის თანამდებობაზე. მე-2 მიზეზი უფრო რთულია - ყველა ხედავდა სხვაობას კრისტიან ნერლინგენსა და მისი შემცვლელის მატიას ზამერs შორის, რომელმაც მოახერხა და ის ადამიანი გახდა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. კლუბი პროგრესირებდა ზედიზედ რამოდენიმე წელი, შემდეგ კი პროგრესი შეჩერდა. შემცვლელიც ზუსტად ასეთივე იქნებოდა სასურველი. ის, რომელიც მაშინვე შევიდოდა კლუბის საბჭოში, თავისი წონა ექნებოდა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში გავლენა ექნებოდა. აშკარაა, რომ სალიხამიჯიჩი ასეთი ვერ გახდება. ის მოწოდებულია გახდეს დამაკავშირებელი რგოლი გუნდსა და ხელმძღვანელობას შორის, საკმაო ავტორიტეტით, რომ გუნდს მიაწვეს, მაგრამ ვერ შეძლებს ხელმძღვანელობის მიწოლას. მოკლედ, მენტალურად ჰასანი „ბავარიას“ ერგება. ის „ბავარიის“ ადამიანია, რომელიც კლუბში თამაშის დროსაც მზად იყო გუნდისთვის ებრძოლა და ყველაზე მთავარი - უკეთესია ახალბედა სპორტული დირექტორის ყოლა, რომელიც ყველასათვის ნაცნობია კლუბში, ვიდრე სპორტული დირექტორობის არ ყოლა სერთოდ.

2017/18 - რთული სეზონი


შემადგენლობა

შეიძლება ითქვას, შემადგენლობა პრაქტიკულად ფორმირებულია, მაგრამ არ შეიძლება მას სრულიად დაკომპლექტებული ეწოდოს. მხოლოდ 1 კითხვა რჩება - წავა თუ არა რენატუ სანჩესი. მასთან ერთად კონკურენცია მოედნის ცენტრში კვლავინდებურად სერიოზული იქნება, მის გარეშე - მინიმალური, 4 ფეხბურთელით 2 პოზიციაზე. პორტუგალიელისათვის საუკეთესო ვარიანტად არენდა რჩება, მისთვის ხომ აუცილებელია სათამაშო დრო, მაგრამ ბავარიას არსად ეჩქარება, თუმცა არსებობს რისკი ფასის შემცირების, თუ ის კვლავ სათადარიგოზე გამწესდება. მოკლედ, ნახევარდაცვაში - ოთხეული, ტიაგო, ვიდალი, ტოლისო და რუდი რიგში პირველები არიან.

ბავარიაში პრობლემა კვლავ 2-ია და ორივე შეტევაში. პირველი ძველი - ცენტრალური თავდამსხმელების ნაკლებობა. რობერტ ლევანდოვსკი - ყველა შემთხვევისათვის, წლის ყველა სეზონისათვის და ნებისმიერ ამინდში. ეს თემები არაერთხელ წამოწეულა და უკვე საკმარისია ამაზე საუბარი. უნდა ითქვას, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა. გუნდს რუმენიგეს სიტყვებიდან გამომდინარე ლევანდოვსკის შემცვლელი 2-3 მატჩისთვის სჭირდება, ამ ამოცანას კი მშვენივრად გაუმკავდება თავდამსხმელი ბავარიის ახალგაზრდულიდან - ფრანკ ევინა. მისი ასაკის მიუხედავად, იმსახურებს პროფესიულ კონტრაქტს და დებიუტს ოფიციალურ მატჩში.

მე-2 პრობლემა თავისებურია. გასულ წელს ბავარიას ფლეიმეიქერი აკლდა, მაგრამ სამაგიეროდ ვინგერები ყავდა პოზიციებზე, ახლა პირიქითაა. კოსტა წავიდა და ფლანგები სამეულზე რიბერი, რობენი, კომანზე დარჩა, სამაგიეროდ 2,5 ფლეიმეიქერი გახდა უცბად - ხამესი, ტიაგო და ყველგან მყოფი მიულერი. ახალწვეულ როდრიგესს, რა თქმა უნდა შეუძლია ფლანგზე თამაში, მაგრამ ეს მის პლიუსებში არაა. ამის გამო შემტევი ფლანგები არაა დაკომპლექტებული. მაგრამ დაცვაში, არანაირი სირთულეები ბავარიას არ ელის. ალაბა, ბერნატი და კიმიხი, რაფინია, ცენტრში კი კარგი კომპლექტია ჰუმელსი, ბოატენგი, ზიულე და მარტინესი, რომელიც როგორც ანჩელოტიმ განაცხადა საყრდენ ზონაში არ დაბრუნდება. მაგრამ თამაში მხოლოდ ფეხბურთელების სახელებზე არ იწყობა, ამიტომ ყველაფერი ასე მარტივად არაა. მთლიანობაში შემადგენლობა კონკურენტუნარიანი ფეხბურთელების უმეტესობის უნივერსალობის წყალობითაა. თითოეული მზადაა თითოეულის შესაცვლელად. თუმცა, სასურველია ფორ-მაჟორული სიტუაციების გარეშე სეზონის ჩატარება.


წინასასეზონო მომზადება

გამოუსწორებელ ოპტიმისტებს აღნიშნული თავი შეუძლიათ არ წაიკითხონ, რადგან ოპტიმისტურს აქ ვერაფერს ვერ წაიკითხავთ. არის ერთი ფაქტი - ბავარიამ წინასასეზონო მომზადება მთლიანად ჩააგდო. ყველა პარამეტრში: შედეგებიდან - სათამაშო კონცეფციამდე.

7 მატჩიდან ბავარიამ ასე თუ ისე მისაღები ფეხბურთი მხოლოდ ერთში აჩვენა „ჩელსისთან“. ამ სიტუაციაში გამართლების მოძებნის სურვილი არ მაქვს - მაღალი ტემპერატურა, სველი გაზონი, დიდი დატვირთვები, ბოლოს და ბოლოს ეს მხოლოდ სეზონის წინა პერიოდია. ეს მიზეზები ყველაფერი სისულელეა და არა თავის გამართლება. ჯერ გამოვყოფდი ფეხბურთელებს, რომლებიც უფრო მომზადებული არიან სეზონისათვის. შედარებით მოსაწონია მიულერი, კომანი, რიბერი, ჰუმელსი, ტოლისო და ევინა, რომელიც ანჩელოტიმ საერთოდ არ წაიყვანა აზიურ ტურნეში. მაგრამ მთავარია არა ცალკეული ფეხბურთელები, არამედ მთლიანი გუნდი და აი გუნდი სეზონისათვის აბსოლუტურად არაა მომზადებული. 6-დან 1 გამარჯვება, ბავარიელები ყველა მატჩში გოლებს უშვებდნენ და ამასთან 4 დაპირისპირებაში გუნდმა გოლის გატანა ვერ შეძლო. დაცვაში ყველაზე ცუდი სიტუაციაა (არც ერთმა ბუნდესლიგის გუნდმა ამდენი გოლი არ გაუშვა) შეტევაში იდეების არ არსებობაა იმ გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც კარგად ორგანიზებულნი არიან, მწვრთნელს კვლავ არ სურს შეცვლა.

კარლო აგრძელებდა 4-2-3-1 სქემის გამოყენებას ფლანგებით, იმის მაგივრად, რომ როგორც სავარაუდო იყო შეეცვალა უფრო მეტად შემადგენლობაზე მორგებულ სქემაზე. ხამეს როდრიგესი ფლანგზე უარესად გამოიყურება, ვიდრე ცენტრში და მიულერთან ამ სქემაში მას ადგილი არა აქვს. მხოლოდ 1 ფლანგი მუშაობდა. ახალგაზრდობამ ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვა, მაგრამ არა იმდენად, რომ რომელიღაცა სერიოზულად გამოსაყოფი იყოს. შეიძლება ითქვას ევინაზე, მაგრამ ანჩელოტიმ კამერუნელის გამოყენება რატომღაც შეწყვიტა. ცუდად არ გამოიყურებოდნენ ფრიუხტლი, ფრიდლი, ტილმანი, მაგრამ საერთო წარმატების ფონზე მათი გმირობები შეუმჩნეველი დარჩა. ვიღაც ამ სეზონის წინა თამაშებს კარგ გამოცდილებას დაარქმევს, რომელიც სეზონის წინ გაძლევს საშუალებას დაინახო და გამოასწორო შეცდომები. მაგრამ, რაც სინამდვილეში ამხანაგურ თამაშებში აჩვენეს - ეს ნიშნავს, რომ ბავარიას თამაში არა აქვს, ხოლო, ანჩელოტის არანაირი გეგმა არ გააჩნია. შეიძლება კარლო ძალიან ოსტატურად აყრის ნაცარს მეტოქეებს თვალებში?

ერთ-ერთ მასალაში, რომელიც ბავარიის არადამაჯერებელ თამაშებს ეძღვნებოდა, საინტერესო თეზისი მოიძებნა:

„ბავარიამ“ თავისი ძველი სისტემა დაკარგა და მისი ალტერნატივა ვერ იპოვნა. თუ ეს ყველაფერი ამგვარადაა და კარლო ანჩელოტი ბუნდოვნად ხედავს, თუ გუნდს რა უნდა მოუხერხოს, მაშინ არაფერი კარგის იმედი არ უნდა გვქონდეს. ამის მიუხედავად, არ ჩავიციკლებით სეზონისწინა თამაშებზე. შესაძლოა, როგორც ეს ხშირად ხდება, იტალიელი მწვრთნელის გუნდი ფორმას გაზაფხულისთვის აკრეფს, ხოლო ჯერ-ჯერობით მინიმალური ძალებით შეეცდება გამკლავებას, თუ კატასტროფიულ დანაკარგებს არ განიცდის. დოგმა არაა, რომ სრულიად ახდება ჰიონესის სიტყვები რესტრუქტურიზაციაზე, მაგრამ სეზონი ნამდვილად იქნება გარდამავალი, რომლისგანაც ბევრის მოლოდინი ნაჩქარევია. ჩემპიონატში ბრძოლა და გერმანიის თასზე გამარჯვება - ეს რეალური ამოცანაა. ჩემპიონთა ლიგის მოგება ამ მომენტისათვის - ფანტასტიკასთან ახლოს მდგომია. დროა მოლოდინები შევამციროთ, რომ სასიამოვნო იყოს, თუ შედეგად ისინი გადაჭარბებული იქნება. ასე თუ ისე ყველაფერს დრო გვანახებს...
1
0

kimmich (8 აგვისტო 2017 01:04)

1 ცენტრ ფორვარდი გვჭირდება მაგრამ ამათმა არაო

1 ცენტრ ფორვარდი გვჭირდება მაგრამ ამათმა არაო
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.