» » დაიწყება დიდი თამაში ლიგის სკაუტებს შორის?

დაიწყება დიდი თამაში ლიგის სკაუტებს შორის?

8-08-2017, 01:55 dachi8 სიახლეები 0

დაიწყება დიდი თამაში ლიგის სკაუტებს შორის?
შაბათს, გერმანულმა ცნობილმა ტაბლოიდმა BILD-მა „ბავარიის“ ტექნიკური დირექტორის მიხაელ რეშკეს „შტუტგარტში“ გადასვლის ამბავი გვამცნო - სპორტული დირექტორის თანამდებობაზე. რეშკე „შტუტგარტშია“, მაგრამ „ბავარიას“ მისი მემკვიდრე უკვე მოძებნილი ყავს.

ავტორიტეტული სპორტული გამოცემა Kicker-ზე დაყრდნობით, რეკორდმაისტერის მთავარი სამიზნე დორტმუნდის ბორუსიის მთავარი სკაუტი 44 წლის სვენ მისლინტატია. ხოლო, გერმანული ინტერნეტ-გამოცემა BILD-ი იუწყება, რომ მისით პირადად „ბავარიის“ პრეზიდენტი ული ჰიონესია დაინტერესებული.

ფაქტია, რომ „ბაიერნის“ ტექნიკური დირექტორის მიხაელ რეშკეს თანამდებობის დატოვების შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობა მთავარი სკაუტის პოსტზე ახალ კანდიდატს ეძებს, რომელიც ახალ სპორტულ დირექტორთან ერთად ჰასან სალიხაიჯთან ერთად იმუშავებს.

მისლინტატი კი უმაღლესი კლასის რეპუტაციით სარგებლობს ბუნდესლიგაში ბოლო 10 წლის განმავლობაში, მისი მუშაობის შედეგად „ბორუსიამ“ ისეთი ფეხბურთელები დაიმატა, როგორებიც პიერ-ემერიკ ობამეანგი, კრისტიან პულისიჩი, უდმან დემბელე და რობერტ ლევანდოვსკია.

დორტმუნდის „ბორუსიაში“ მისლინტატის კონტრაქტი 2019 წლამდეა გათვალისწინებული.

სვენი „ბორუსიის“ სპორტულ დირექტორთან მიხაელ ცორკთან მეტად დაახლოებული პირია და „ბავარია“ პირველი კლუბი არაა, რომელსაც სვენის გადაბირება სურს თავის კლუბში. 2016 წლის მაისში "ფორტუნა დუსელდორფმა" მისლინტატს სპორტული დირექტორის თანამდებობა შესთავაზა, მაგრამ „ბორუსიასაგან“ მტკიცე უარი მიიღო.

ვნახოთ თუ რით დასრულდება ული ჰიონესის ახალი გამოწვევა...
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.