» » სუპერთასზე ვიდეოგამეორებების ასისტენტი: „თითოეული გადაწყვეტილება სწორი იყო“

სუპერთასზე ვიდეოგამეორებების ასისტენტი: „თითოეული გადაწყვეტილება სწორი იყო“

8-08-2017, 12:03 dachi8 სიახლეები 0

სუპერთასზე ვიდეოგამეორებების ასისტენტი: „თითოეული გადაწყვეტილება სწორი იყო“
VAR ტექნოლოგია (რეფერის ვიდეო ასისტენტი) პირველად გამოყენებული იქნა მატჩში სუპერთასზე, ბავარიასა და ბორუსიას შორის, სადაც ბავარიელებმა პენალტების სერიაში ბორუსია დაამარცხეს. თუმცა ყველაფერს არც ისე იოლად ჩაუვლია. „ხაზების კალიბრაცია, რომლებიც თამაშგარე სიტუაციებზე გეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, არ იყო ხელმისაწვდომი პირველი ტაიმის განმავლობაში ტექნიკური გაუმართაობის გამო“, - აქვეყნებს DFB და DFL ერთობლივად.

აქედან გამომდინარე, რობერტ ლევანდოვსკის გატანილი გოლის შესახებ გადაწყვეტილება, ვიდეო ასისტენტს ტობიას შტილერს ტექნიკური მხარდაჭერის გარეშე მოუწია მიეღო. ხაზი, რომელიც ასეთ შემთხვევებში ჩნდება ხოლმე, აჩვენებდა იოშუა კიმიხი, რომელმაც გოლი შექმნა იმყოფებოდა თუ არა თამაშგარეში, როდესაც ბურთი მიიღო. „ყველა რაკურსიდან მიღებული კადრებით, ვიდეო ასისტენტმა ტობიას შტილერმა გადაწყვიტა, რომ კიმიხი სწორ პოზიციაზე იმყოფებოდა, ამიტომ არანაირი ზედმეტი ღონე არ იქნა მიღებული“.

გერმანიის ფეხბურთის მსაჯების მთავარმა ჰელმუტ კრუგმა, სიტუაცია შეაფასა: „მაშინაც კი, როდესაც ზოგი გადაწყვეტილება საზოგადოდ განიხილება, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველა გადაწყვეტილება სწორად იქნა მიღებული. მათ რიცხვში როდესაც ანგარიში 1:1 გახდა. კიმიხი ძალიან ახლოს იმყოფებოდა, მაგრამ არა ოფსაიდში. შესაბამისად VAR-ის არ ქონამ ეპიზოდზე ზეგავლენა არ იქონია“.

„სამწუხაროდ, შესაბამისი ვიდეო-მატერიალები საჯაროდ გამოქვეყნებული მხოლოდ თამაშის შემდეგ ხდება და ის საკამათო მომენტის ამსახველი კადრებიც გამოქვეყნდა, ამ გზით ჩვენ ვხედავთ, რომ გადაწყვეტილებები სწორი იყო. რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ ხარვეზს - ხაზების არ ქონას პირველ ტაიმში, ჩვენ უკვე ვიძახდით, რომ შეიძლება ადრეულ სტადიებზე პატარა პრობლემებს წავწყდომოდით VAR-ის გამოყენებისას. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავრწმუნდეთ ყველა პრობლემა აღმოფხვრილია ჩემპიონატის დაწყებამდე - 18 აგვისტომდე და რომ ყველაფერი უბადლოდ იფუნქციონირებს პირველი წრისათვის. ამის მიუხედავად, ამ ტექნოლოგიის დებიუტმა აჩვენა, რომ კვლავ იქნება შეშფოთებები და განხილვები მსაჯების გადაწყვეტლების სისწორეზე“ - აცხადებს კრუგი.

სუპერთასზე ვიდეოგამეორებების ასისტენტი: „თითოეული გადაწყვეტილება სწორი იყო“
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.