» » რუმენიგე: "ნეიმარი თუ ალიანც არენა"?

რუმენიგე: "ნეიმარი თუ ალიანც არენა"?

9-08-2017, 19:04 dachi8 სიახლეები 2

რუმენიგე:
"ბავარიის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგემ ბარსელონას შემტევი ნახევარმცველის ნეიმარის "პსჟ"-ში გადასვლის თაობაზე კომენტარი გააკეთა.

„მე დავფიქრდებოდი, თუ რა უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა ბავარიისთვის: ნეიმარი თუ „ალიანც არენა“? გასაგებია, რომ ჩვენთვის ახალი სტადიონი უფრო მნიშვნელოვანია, თუმცა ნეიმარზე ხარჯები უფრო მეტია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ „ბავარია“ მონაწილეობას არ მიიღებს ამგვარ სატრანსფერო სიგიჟეში. „ალიანც არენა“ 2005 წელს გაიხსნა და მისი მშენებლობა 340 მილიონი ევრო დაჯდა. ნეიმარის სატრანსფერო თანხამ 222 მილიონი ევრო შეადგინა, მაგრამ მისი ხელფასისა და სხვადასხვა სახის ბონუსების გათვალისწინებით საერთო ხარჯები 500 მილიონს აღწევს“.

„ესპანეთში აუცილებლობას წარმოადგენს ფეხბურთელს კონტრაქტში კლაუსულა ჩაეწეროს, ფეხბურთელებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ კონტრაქტის გაწყვეტა კლუბთან, მასში აღნიშნული თანხის სანაცვლოდ, რაც ახლა ნეიმარის შემთხვევაში მოხდა და საინტერესოა თუ რისთვის არსებობს ეს“? - აცხადებს რუმენიგე.

„მრავალჯერ შევთავაზე მიშელ პლატინის სახელფასო პოლიტიკის გადახედვაც და რაღაც ზღვარის დაწესებაც, თუმცა ყოველთვის უკუგდებული იყო ჩემი წინადადება. Uefa-ს ჩემს შემოთავაზებაზე უარის თქმის მიზეზად თავისუფალი კონკურენციის პრინციპები მოჰყავდა. საერთო პოლიტიკა რომ ჰქონოდა კლუბებს, ყველაფრის გადაწყვეტა იქნებოდა შესაძლებელი“. - უკმაყოფილელებას გამოთქვავს 61 წლის გერმანელი ფუნქციონერი.
1
1

LawLeSS (9 აგვისტო 2017 23:06)

არა ნუ ყოველგვარ ზღვარს გასცდა უკვე
ამხელა ფული ტრანსფერებში არარეალურია უბრალოდ 2000 წლის დასაწყისს გადახედეთ დღევანდელთან შედარებით უკვე სასაცილოა ის ფული რასაც მაშინ იხდიდნენ...
არაერთხელ ვთქვი და კიდე გავიმეორებ NBA არ დაემართოს ევროპულ ფეხბურთს cranky
1

dachi8 (9 აგვისტო 2017 19:08)

აი ეს ნამდვილად არ ვიცოდი, თუ ესპანეთში აუცილებლობაა კლაუსულას ჩაწერა.

საინტერესოა კარასკოს რამდენი უწერია kicha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.