» » რუდი: დარწმუნებული ვარ რომ სწორ გზას ვადგავართ

რუდი: დარწმუნებული ვარ რომ სწორ გზას ვადგავართ

10-08-2017, 00:27 dachi8 სიახლეები 0

რუდი: დარწმუნებული ვარ რომ სწორ გზას ვადგავართ
„ბავარიის“ ახალწვეულმა სებასტიან რუდიმ თავისი პირველი თამაში რეკორდმაისტერის რიგებში სუპერთასზე დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ჩაატარა, სადაც თავი კარგად წარმოაჩინა და მატჩის ბედის გადაწყვეტაშიც მიიღო მონაწილეობა, პენალტების სერიაში რუდიმ შესანიშნავი დარტყმა განახორციელა და გოლკიპერი რომან ბიურკი უშანსოდ დატოვა.

მატჩის შემდგომ გერმანელმა ჟურნალისტებმა მცირე ინტერვიუ ჩაწერეს გერმანელ ნახევარმცველთან:
„ძალიან კარგად მიმიღეს და მინდორზე თავს კომფორტულად ვგრძნობ ახალ გუნდთან, ერთად ვიზრდებით, როგორც გუნდი და დარწმუნებული ვარ რომ სწორ გზას ვადგავართ“.

„თქვენ არც ისე ხშირად შეგიძლიათ შეხვდეთ ისეთ ადამიანს, როგორიც მე ვარ. ზოგჯერ ძალიან მშვიდი ვარ, მაგრამ თამაშის დროს მზად ვარ ყველაფერი ვანახო, რისი შესაძლებლობაც მაქვს. ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩემთვის საუკეთესო მეთოდია თამაშის“.

„ყველაზე მეტად ნახევარდაცვის ცენტრში მომწონს თამაში - ეს ის პოზიციაა, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. მე რომ დარწმუნებული არ ვყოფილიყავი იმაში, რომ შემეძლო „ბავარიაში“ თავის წარმოჩენა, მაშინ აქ არ გადმოვიდოდი. არავისი არ მრცხვენია. რა თქმა უნდა, აქ ძალიან დიდი დონეა კონკურენციის, მაგრამ მინდა მეტი ვისწავლო და ჩემი შესაძლებლობების ფარგლები გავაფართოვო“, - იძახის სებასტიანი.

გერმანელი ნახევარმცველის სტატისტიკა „ბორუსიასთან“ თამაშში, კი ასე გამოიყურება:

ბურთთან შეხება - 63
ზუსტი გადაცემები - 88%
მოგებული ორთაბრძოლა - 60%
მატჩის შემდგომი პენალტების სერიაში გატანილი გოლი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.