» » ჩვენ აქ კლუბის მომავალს შევქმნით!

ჩვენ აქ კლუბის მომავალს შევქმნით!

10-08-2017, 00:44 dachi8 სიახლეები / მთავარი ამბები 0

ჩვენ აქ კლუბის მომავალს შევქმნით!
2017 წლის 1 აგვისტო „ბავარიის“ ისტორიაში შევა. ზუსტად ამ დღეს გაიხსნა ბაიერნის ახალგაზრდული კამპუსი. 2 წელი შეუსვენებელი მუშაობა მიმართული იყო, იქითკენ, რომ კლუბის თანამშრომლები, სამვრთნელო შტაბი და ასევე სხვადასხვა ასაკობრივი გუნდები თავის ახალ სახლში შესახლებულიყვნენ, სადაც „ბაიერნის“ მომავალს ააშენებდნენ.

„ეს წარმოუდგენელია, რაც აქ ააშენეს. კამპუსი ნამდვილად ძალიან შთაბეჭდავია“, - გულწრფელად გაოცებულია ახალი ობიექტით კლუბის ახალი სპორტული დირექტორი ჰასან სალიხამიჯიჩი, რომელიც პირველად ეწვია „ბავარიის“ ახალ სახლს სამშაბათს.

უკვე ერთი კვრაა, რაც კამპუსში სრულყოფილი ვარჯიშები ტარდება და ობიექტის ხელმძღვანელი იოჰენ ზაუერი ყველაფრით კმაყოფილია. „ძირითადი სამუშაოები ხარისხიანად შესრულდა ვადებში. სამწვრთნელო პროცესი უკვე სრულყოფილად მიმდინარეობს და ყველანი კმაყოფილები არიან ახალი კამპუსით, - გვიზიარებს 45 წლის სპეციალისტი. თუმცა, სკურპულოზურ მგეგმავს გაჩერება არ სურს მიღწეულზე და უკვე ახლა ფიქრობს იმის შესახებ, თუ როგორ გახადოს ყველაფერი იდეალური. - რა თქმა უნდა პირველი დღეებში თვალში ის დეტალები მომხვდა, რისი გაუმჯობესებაც შეიძლება. მაგრამ ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ასე ხდება ნებისმიერი სამშენებლო ობიექტის ჩაბარებისას, განსაკყთრებით ამ მასშტაბებზე როდესაცაა ლაპარაკი“.

„ახლა ჩვენ ბევრი ადგილი გვაქვს, რომ კლუბის მომავალი შევქმნათ, - ვერ მალავს სალიხამიჯიჩი ემოციებს საკლუბო მოედნისაგან, რომელიც 30 ჰექტარია. - ეს ადგილი ჩვენ ბევრ პოზიტიურ ემოციებს მოგვიტანს ახლო მომავალში“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.