» » შტეფან ეფენბერგი: "შესაძლოა ანჩელოტისთვის ეს სეზონი ბოლო გამოდგეს"

შტეფან ეფენბერგი: "შესაძლოა ანჩელოტისთვის ეს სეზონი ბოლო გამოდგეს"

10-08-2017, 12:51 dachi8 სიახლეები 0

შტეფან ეფენბერგი:
“ბავარიის“ ყოფილი ნახევარმცველი შტეფან ეფენბერგი, რომელიც რეკორდმაისტერში 1990–1992 და 1998–2002 წლებში თამაშობდა და 2001 წლის ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებისას გუნდს კაპიტნობდა, ახალი სეზონის დაწყებამდე თავისი ყოფილი კლუბის სუსტ მხარეებზე და პერსპექტივებზე საუბრობს.

- „ბავარიას“ რა თქმა უნდა სურს გერმანიაში ორივე ტიტული მოიპოვოს, რომელიც ზოგჯერ არ გამოსდის. ასევე ჩემპიონთა ლიგა - და აქ ბოლო რამოდენიმე წელია გუნდი სხვა კლუბებისაგან შორს იმყოფება. თუ გავიხსენებ მატჩებს 2014-ში „რეალის“ და შემდგომ „ატლეტიკოს“ და „ბარსელონას“ წინააღმდეგ, ვთვლი, რომ ისინი ყოველთვის დამსახურებულად აგებდნენ. მხოლოდ „ატლეტიკოსთან“ შესაძლოა ცოტათი არ გაუმართლათ. გუნდის ნამდვილ პრობლემებს ჩვენ 4-5 მატჩის შემდეგ დავინახავთ. მაგრამ 0:4 და 0:3 ანგარიშები ამხანაგურ მატჩებში - არ მახსოვს, რომ „ბავარია“ ასეთი ანგარიშით აგებდეს. ამ წინასასეზონო მომზადების შემდეგ ბევრი კითხვაა, იმდენად ბევრი, რომ ამდენი ჯერ არ ყოფილა „ბავარიის“ ირგვლივ".

- "ყოვლად შესაძლებელია, რომ ეს სეზონი ანჩელოტისათვის ბოლო იქნება. თუ ის ისევე წარიმართება, როგორც წინა სეზონი, ან უფრო უარესად. ფეხბურთელები „ბავარიაში“ იცვლებიან და ასეთ შემთხვევაში მწვრთნელებიც შეიცვლებიან . მე არ ვუსურვებ მას ამას. საბედნიეროდ, ის გამოცდილი მწვრთნელია და შეძლებს ის შემადგენლობა იპოვოს, რომელიც კარგად გაუმკლავდება თავის ამოცანებს. შემადგენლობა, რომელიც თავს გუნდად შეიგრძნობს. ფეხბურთელები, რომლებიც ერთი მეორესთან თამაშობენ და ერთი მეორის სანაცვლოდ - ეს ეკლდა წინასასეზონო მატჩებს".

- "თუ ანჩელოტის სრული შემადგენლობა ეყოლება განკარგულებაში, მაშინ ისეთი გადაწყვეტილებები იქნება, რომლებიც ამა თუ იმ ფეხბურთელს დააზიანებს. ეს შეიძლება შეეხოს ფრანკ რიბერის ან თომას მიულერს - რადგან ანჩელოტიმ ის ფეხბურთელები დაიმატა, რომლებიც მას სურდა და ზუსტად ისინი ისარგებლებენ მისი ნდობით პირველ რიგში. დიდი მწვრთნელებისათვის მნიშვნელოვანია გუნდში ბალანსი შეინარჩუნოს და სათადარიგო სკამზე კი სიმშვიდე. ამ ხელოვნების სრულყოფილებას ოტმარ ჰიტცფელდი ფლობდა. თუ ეს გამოვა, „ბავარია“ წინ წაიწევა, თუ არა, მაშინ მოუსვენარი სეზონი იქნება".

- "ჩემპიონთა ლიგის მოგება „ბავარიისთვის“ არც ისე ადვილი იქნება. თქვენ ხედავთ თუ სხვა გუნდებმა როგორ გააძლიერეს თავისი შემადგენლობები, როდესაც მხოლოდ ერთ ნეიმარში 222 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩადეს. პსჟ - ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტია. ისინი მშიერები არიან გამარჯვებებით და მათ სხვა ფინანსური შესაძლებლობები გააჩნიათ. თუ ჰიონესი ღიად იძახის: „არა, ჩვენ მზად არ ვართ ამდენი გადავიხადოთ“, მაშინ, სამწუხაროდ, განვითრება არ იქნება. უფსკრული ისეთ კლუბებს შორის უფრო ღრმავდება, მათ სურთ, შეუძლიათ და აკეთებენ ამას".

არ გაგიკვირდებათ თუ „ბავარია“ ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს უახლოესი 10 წლის განმავლობაში?

- "არა, არ გამიკვირდება. ასე შეიძლება ფეხბურთელების ფასის გამო აეწყოს. არის „პსჟ“, „ბარსელონა“, „რეალი“ და ინგლისური კლუბები დიდი ფინანსური შესაძლებლობებით. თუ „ბავარიაც“ მათ მსგავსად არ იმოქმედებს, ჩამორჩენა უფრო დიდი გახდება და ის უკვე დიდია“ - აცხადებს ეფე.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.