» » კარლ-ჰაინც რუმენიგე ECA-ს არჩევნებში თავმჯდომარეობაზე თავის კანდიდარურას აღარ წარადგენს

კარლ-ჰაინც რუმენიგე ECA-ს არჩევნებში თავმჯდომარეობაზე თავის კანდიდარურას აღარ წარადგენს

11-08-2017, 21:44 dachi8 სიახლეები 0

კარლ-ჰაინც რუმენიგე ECA-ს არჩევნებში თავმჯდომარეობაზე თავის კანდიდარურას აღარ წარადგენს
კარლ-ჰაინც რუმენიგე მონაწილეობას აღარ მიიღებს ECA-ს (ევროპული კლუბების ასოციაცია) თავმჯდომარის არჩევნებში. ამის შესახებ 61 წლის ფუნქციონერმა ხუთშაბათს მადრიდში აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. „ვთვლი, რომ ამდენი დატვირთული წლების შემდეგ დადგა მომენტი, პასუხისმგებლობა სხვა პირს გადაეცეს. მე ყოველთვის იმ აზრს მივდევდი, რომ ასეთი თანამდებობები შეზღუდული დროის განმავლობაში უნდა დაიკავო. ჩემი წასვლით ვამტკიცებ, რომ ამას სერიოზულად ვამბობდი“.

ევროპული კლუბების ასოციაცია 2008 წლის 21 იანვარს იქნა ორგანიზებული. „ბავარიის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე ამ ორგანიზაციის პირველი თავმჯდომარეა და მას შემდეგ მან 3 არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, სადაც სამივეჯერ ხელახლა იქნა არჩეული. თავიდან ECA-ს თავის რიგებში 137 წევრი ჰყავდა, ახლა კი მათმა რიცხვმა 220-ს მიაღწია.
„ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ, თუ რას მივაღწიეთ თანამშრომლობის ფარგლებში ფიფასთან და უეფასთან. ჩვენი ფეხბურთელები ახლა დაზღვეულნი არიან ყველა მატჩის დროს ნაკრებების შემადგენლობაში, ხოლო კლუბები კომპენსაციას იღებენ მათი ფეხბურთელების ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში მონაწილეობისთვის. ჩვენ ასევე მივაღწიეთ იმას, რომ თითოეულ კლუბს 2 წარმომადგენელი ჰყავდეს უეფას აღმასრულებელ კომიტეტში. მათ უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ კალენდრის შედგენისას, ასევე მონაწილეობა მიიღონ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც კლუბს შეეხება“, - განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.
5 სექტემბერს ჟენევაში მომდევნო ECA-ს არჩევნები გაიმართება, რის ფარგებშიც ასევე არჩეული იქნება კარლ-ჰაინც რუმენიგეს მემკვიდრე ECA- ს თავმჯდომარის პოზიციაზე.

ECA-ს მნიშვნელოვანი მიღწევები კარლ-ჰაინც რუმენიგეს თავმდჯომარეობის დროს 2008 წლის 21 იანვრიდან მოყოლებული:

* ECA-მ მიაღწია, რომ კლუბებს კომპენსაცია მიეღოთ თავისი ფეხბურთელების მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში მონაწილეობის გამო;

* ECA-მ ხმის უფლება მიიღო მატჩების კალენდრის შედგენისას;

* ECA ინტეგრირებული იყო პროცესში, ევროპულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში.

2012:

* ECAმ მიაღწია იმ ფეხბურთელების დაზღვევას, რომლებიც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში ფინალურ სტადიებზე გამოდიან.

2015:

* ECA-მ პირველ შეთანხმებას მიაღწია ფიფასთან. გადაწყდა, რომ კლუბები მონაწილეობას მიიღებენ ყველა პროცესებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში;

* ECA-მ მიაღწია იმას, რომ პირველად ფეხბურთის ისტორიაში კლუბებმა 2 ადგილი მიიღეს უეფას აღმასრულებელ კომიტეტში.

2016:

* ორგანიზებული იყო UEFA Club Competitions SA. ინსტიტუტი. აღნიშნული ინსტიტუტი ორგანიზებას გაუწევს მომავალში კლუბების ტურნირებს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.