» » ბავარიელები მზად არიან მხურვალე შეხვედრისათვის

ბავარიელები მზად არიან მხურვალე შეხვედრისათვის

11-08-2017, 22:27 dachi8 სიახლეები 0

ბავარიელები მზად არიან მხურვალე შეხვედრისათვის
ბავარიაში ზაფხული არ იგრძნობა, +17 გრადუსი და წვიმაა, მოკლედ ნამდვილი შემოდგომაა. მაგრამ შაბათს ჩემნიცში ნამდვილად ცხელი დღე იქნება ორივე კლუბისთვის. 17:30 საათზე გერმანიის თასის პირველ რაუნდში „ბავარია“ „კემნიცერს“ დაუპირისპირდება.

„ჩვენ კლასიკური დუელი გველის პირველი რაუნდიდანვე. იქ ნამდვილი ჯოჯოხეთი იქნება“, - თვლის, თომას მიულერი, რომელიც მხურვალე ატმოსფეროს ელოდება სტადიონზე. ახალწვეული ნიკლას ზიულე თავის გამოცდილებაზე გვიყვება: „ჰოფენჰაიმის შემადგენლობაში მე „ალიანც არენაზე“ ვთამაშობდი „მიუნხენ 1860“-ის წინააღმდეგ. ამიტომ ყურმოკრული არ მაქვს, თუ როგორია ისეთ გუნდთან თამაში, რომელიც გაცილებით დაბალ დივიზიონში ასპარეზობს. „კემნიცერისთვის“ ეს მთელი ცხოვრების თამაშია“.

ალაბასთან და რობენთან ერთად

ყველაფერს თავისი ანტიდოტი აქვს. თომას მიულერლმა იცის, თუ რა არის საჭირო: „საჭიროა პირველებმა გავიტანოთ. მაშინ უფრო ადვილი გახდება თამაში. სანამ ანგარიში 0:0 იქნება ატმოსფერო დაძაბული დარჩება“, - იძახის მიულერი.

ამის შესახებ იცის ფრანკ რიბერიმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ არ ღირს მეტოქის არ დაფასება. „თუ შენ საკმაოდ არ იქნები კონცენტრირებული და ჩათვლი, რომ ადვილად მოიგებ 3:0; 4:0 ან 5:0-ს, მაშინ ძნელი იქნება. მაგრამ ჩვენ პროფესიონალები ვართ, ჩვენ „ბავარია“ ვართ და უნდა გავიმარჯვოთ“.

„კემნიცერი“ უკვე 3 კვირაა რაც ჩემპიონატში ასპარეზობს, ამიტომ ადვილი არ იქნება“, - თვლის ალაბა, რომელიც ტრავმის გამო მოკლე შესვენების შემდეგ, კვლავ მზადაა მინდორზე გამოსასვლელად. ასევე პირველად ამ სეზონზე განაცხადში რობენი მოხვდება, რომელიც შვებულებაში მიღებული ტრავმის შემდეგ მთლიანად გამოჯანმრთელდა. ანჩელოტი გულშემატკივრებს შეპირდა, რომ ორივე ფეხბურთელი შეძლებს მე-2 ტაიმში თამაშს. იტალიელმა ასევე აღნიშნა, რომ მატჩი მნიშვნელოვანია და ამ მომენტისათვის ხელმისაწვდომ ძლიერ შემადგენლობას გამოიყვანს.

ჩემნიცი განსაკუთრებულ მდგომარეობაშია

„მთელი ცხოვრების მატჩი“ - ჩემნიცი ბოლო დღეებში განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. „მთელი ქალაქი, ყველა გულშემატკივარი და გუნდი მეტად მოტივირებულნი არიან“, - განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჰორსტ შტეფენმა, „ჩვენ თითოეული ართმეული ბურთისაგან და ჩვენი გუნდის თითოეული შეტევის შესრულებით უნდა მივიღოთ სიამოვნება და მაშინ შევძლებთ მათ კართან სახიფათო მომენტების შექმნას. გვსურს კარგი თამაში ვაჩვენოთ“.

„ყველა ამ მატჩის მოლოდინშია. „ბავარია“ ეს ყველაზე უარესი კენჭისყრაა“, - იძახის ნახევარმცველი დენის გროტე, რომელიც პირველად არ თამაშობს „ბავარიის“ წინააღმდეგ. 2007/08 წლის სეზონში „ბოხუმის“ შემადგენლობაში 2 მატჩი ჩაატარა „ბავარიის“ წინააღმდეგ და ერთი გოლიც გაიტანა. „ბავარიის“ წინააღმდეგ კი მაქვს უკვე ნათამაშები, მაგრამ ეს მატჩი განსაკუთრებულია. ჩვენ გვსურს თამაშისაგან სიამოვნება მივიღოთ“, - აცხადებს 2009 წლის ახალგაზრდულ გუნდებს შორის ევროპის ჩემპიონი.

ზიულე და კამპანია ყველა ღონეს იხმარენ, რომ მოედნიდან გამარჯვებულები გავიდნენ. მცველი დარწმუნებულია: „თუ ჩვენ ჩვენს კლასს ვანახებთ და ძლიერები ვიქნებით ორთაბრძოლებში, მომდევნო რაუნდშუ გადავალთ!“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.