» » ანჩელოტი ლეგენდების კრიტიკას პასუხობს

ანჩელოტი ლეგენდების კრიტიკას პასუხობს

12-08-2017, 00:29 dachi8 სიახლეები 1

ანჩელოტი ლეგენდების კრიტიკას პასუხობს
“ბავარიის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, რეკორდმაისტერის ყოფილი ფეხბურთელის შტეფან ეფენბერგის კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს სეზონი შესაძლოა ბოლო აღმოჩნდეს ანჩელოტისთვის. იტალიელი სპეციალისტი ასევე, კიდევ ერთმა გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დიტმარ ჰამანმაც გააკრიტიკა.

კერძოდ, დიტმარ ჰამანმა განაცხადა, რომ ანჩელოტი წნეხის ქვეშ იმყოფება, რადგან ბავარიის ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაში აშკარა რეგრესი შეინიშნება და დაამატა, რომ დიდი შანსია, ამ სეზონში „ბავარია“ ბუნდესლიგის გამარჯვებულიც კი ვერ გახდეს. „წინა სეზონში ანჩელოტის ევროპის სამი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ყავდა გუნდში, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ განვითარდა გუნდში კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით“ - იძახის გერმანელი.

ანჩელოტი კრიტიკას მშვიდად ხვდება: „ბევრია კრიტიკა, მაგრამ წნეხს არ ვგრძნობ ამის გამო. მომწონს აქ ყოფნა, მომწონს ჩემი კლუბი, ჩემი ფეხბურთელები და ჩემი გულშემატკივრები. არ შემიძლია ვთქვა, რომ ეფენბერგი და ჰამანი არასწორად იძახიან რამეს - რადგან ყველას შეუძლია ჰქონდეს თავისი მოსაზრება ფეხბურთში. ჩვენ უნდა პატივი ვცეთ ამ მოსაზრებებს, მაგრამ წნეხის ქვეშ არ მაქცევს ეს კრიტიკა. ისინი დაბალანსებული უნდა იყოს იმ ადამიანთა შეხედულებებთან, რომლებიც შენთან და მხარდამჭერებთან ერთად მუშაობენ“, - იძახის იტალიელი.
1
0

efenbergi 19 (12 აგვისტო 2017 04:37)

კარლო ტყუილს არ იძახიან ცოტა მოხოდე გუნდი რა.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.