» » კომენტარები: კემნიცერი 0 - 5 ბავარია

კომენტარები: კემნიცერი 0 - 5 ბავარია

12-08-2017, 23:13 dachi8 სიახლეები 0

კომენტარები: კემნიცერი 0 - 5 ბავარია
დამაჯერებელი გამარჯვება გერმანიის თასის პირველ რაუნდში „კემნიცერთან“ ანგარიში 5:0 (1:0). ანჩელოტი რა თქმა უნდა კმაყოფილი დარჩა. რობერტ ლევანდოვსკი კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთლად დასახელდა. გოლები ლევანდოვსკიმ (20’ 60’), კომანმა (51’), ფრანკ რიბერიმ (79’) და მათს ჰუმელამს (89’) გაიტანეს. ბავარიელების მომდევნო მეტოქე 20 აგვისტოს (20:00სთ) გამოვლინდება.

მატჩის შემდგომი კომენტარები

კარლო ანჩელოტი: „ჩემი გუნდის კარგი თამაში დავინახე, სწორი განწყობითა და წყობით. მატჩის პირველ ნახევარში მეტოქემ დამატებითი სირთულეები შექმნა კარგი დაცვითი თამაშით. მე-2 ტაიმში მეტი მომენტები გვქონდა, ზოგიერთი კი გოლებში გარდაისახა“.

რობერტ ლევანდოვსკი: „ძალიან მოხარული ვარ, რომ პირველი რაუნდის თამაში გამოგვივიდა. ძალიან მნიშვნელოვანია პირველი გოლის გატანა და კარგად თამაშის ჩატარების მცდელობა. ეს ყოველთვის ადვილი არ არის, რადგან როდესაც გოლი ვერ გაგაქვს, უნდა მოითმინო. დღეს მეტოქე მეტად დაცვით ფეხბურთზე იყო გადართული და ჩვენ ძალიან მცირე სივრცეები გვქონდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გერმანიის თასის მომდევნო რაუნდში გადავსულიყავით, რაც გამოგვივიდა“.

ჰორსტ შტეფენი (კემნიცერის მწვრთნელი): „კარგად ვიცავდით თავს პირველ ტაიმში და ნაკლები სივრცე მივეცით მეტოქეს, მაგრამ ამავე დროს ნაკლები რამ თუ გამოგვივიდა შეტევაში. თამაშის მე-2 ნახევარში მეტოქემ ტემპი შეცვალა, უფრო ზუსტად თამაშობდა და ასეთი თამაშით საქმე გაგვირთულდა. დიდი სურვილი მქონდა რომ გოლი გაგვეტანა და ჩვენი გულშემატკივარი გაგვეხარებინა. ისინი ხომ დღეს ასე კარგად გვიჭერდნენ მხარს“.

კევინ კუნცი (კემნიცერის გოლკიპერი): „შერეული გრძნობები მაქვს. მეცინება კიდეც და სევდიანიც ვარ. უფრო ნაკლები გოლის გაშვებას ვისურვებდი. 5 - ეს უკვე არასასიამოვნოა. ამის მიუხედავად, გვესმის თუ დღეს ვისთან ვთამაშობდით. მატჩის დასასრულამდე ძალები და კონცენტრაცია არ გვეყო და ეს გასაგებია. „ბავარია“ - ძალიან მაღალი კლასის გუნდია, ცოტა თუ შეძლებს მასთან შეჭიდებას გერმანიაში“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.