» » ინტერვიუ სებასტიან რუდისთან

ინტერვიუ სებასტიან რუდისთან

13-08-2017, 23:46 dachi8 ინტერვიუ 0

ინტერვიუ სებასტიან რუდისთან
გერმანელი ნახევარმცველი სებასტიან რუდი, რეკორდმაისტერის რიგებს ამ ზაფხულს "ჰოფენჰაიმიდან" შეუერთდა, ახალ თანაგუნდელებთან ერთად მან სულ რაღაც რამოდენიმე დღეა რაც დაიწყო ვარჯიში, მაგრამ ამის მიუხედავად უკვე მოახერხა 2 ოფიციალურ მატჩში მონაწილეობის მიღება. რამოდენიმე დღის წინ კი გერმანელმა ნახევარმცველმა გერმანულ ინტერნეტ-გამოცემა Bild-თან ინტერვიუ ჩაწერა.

გთავაზობთ ინტერვიუს სებასტიან რუდისთან.

- Grüß Gott, სებასტიან! როგორ გრძნობს თავს ძირძველი შვაბი ბავარიაში? უკვე მოასწარით ვაისვურტსის გასინჯვა?

რუდი: (იცინის), არა, მაგრამ პრინციპში მე საკმაოდ ხშირად მივირთმევ ბავარიულ კერძებს. ძალიან მომწონს შვაინბრატენი. დანარჩენი არც თუ ისე ბევრი რამ მაქვს გასინჯული ბავარიული მენიუდან.

- და როგორ მიდის საქმეები შაფკოპფთან? (ბავარიული თამაში კარტებით) მას შემდეგ რაც ფილიპ ლამმა კარიერა დაასრულა, მისი ადგილი თავისუფალია.

რუდი: ამ თამაშის მხოლოდ სახელი ვიცი, მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის წესები მაინც წავიკითხე და ეს ყველაფერი გაცილებით რთულია, მაგრამ თუ ვინმე ამიხსნის, დარწმუნებული ვარ, თავს გავართმევ.

- ჩაბი ალონსომ კარიერა დაასრულა და თქვენი თამაშის შემდეგ დორტმუნდთან მატჩში ბევრი ამბობდა: „რუდი - ეს ახალი ალონსოა!“ შეგიძლიათ თქვენი თავის იდენტიფიკაცია მოახდინოთ ამასთან?

რუდი: ჩაბი ალონსო დიდი ფეხბურთელი იყო. ყველამ იცის თუ რა წარმოუდგენელ დონეს დემონსტრირებდა მთელი ამ წლების განმავლობაში და რამდენი ტიტული მოიპოვა. როდესაც მე მასთან ერთად მახსენებენ ერთ წინადადებაში, რა თქმა უნდა ეს დიდი პატივია. დიდი სამოვნებით ვიღებ ამას.

- თქვენი მიუნხენში გადმობარგების ერთ-ერთი მიზეზი თუ იყო ხაბი ალონსოს კარიერის დასრულება?

რუდი: არა, ჩემი გადაწყვეტილება ამაზე დამოკიდებული არ ყოფილა. იმ მომენტში მე არ ვიცოდი, თუ შემდეგ სეზონში რა იქნებოდა. საერთო ჯამში კი ყველაფერი ასე აეწყო.

- ამის მიუხედავად, კონკურენცია „ექვსიანის“ პოზიციაზე ძალიან დიდია

რუდი: ჩვენ ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს ამ პოზიციაზე. ყველანი ბოლომდე უნდა დაიხარჯნონ რომ ითამაშონ. ასე, რომ ჩვენ ასევე ერთმანეთს სტიმულს ვაძლევთ.

- როგორ დაახასიათებდით თქვენს თამაშს?

რუდი: მე მომწონს, როდესაც ბურთს ვფლობ, ვცდილობ ბურთი მივიღო და თამაში დავაწყო. ეს ერთ-ერთი ჩემი ძლიერი მხარეა. ამის გარდა, მსურს ჩემი პარტნიორები დავაზღვიო, რათა მათ მშვიდად შეძლონ შეტევის განხორციელება, იმის ფიქრით, რომ უკან მათ ყავთ ფეხბურთელი, რომელიც დააზღვევს. ვისურვებდი მოედანზე მათთვის საიმედოობა მიმეცა.

- კიდევ ერთხელ „ექვსიანებზე“: კორენტენ ტოლისო და არტურო ვიდალი - მებრძოლები არიან. ეს კარგია, რომ კიდევ არის სებასტიან რუდი, რომელიც თამაშს კითხულობს და მოედანზე სიმშვიდე შემოაქვს?

რუდი: გუნდს სხვადასხვანაირი ფეხბურთელები ჭირდება. მოსაწყენი იქნებოდა, ყველანი რომ ერთნაირები ვყოფილიყავით. ასე, რომ ეს გუნდისთვისაც კარგია და მთლიანად კლუბისთვისაც.

- კარლ ჰაინც რუმენიგემ უკვე შეგაქოთ. ელოდებოდით, ასე მალე მიუნხენში თავის გამოჩენას?

რუდი: ბოლოს და ბოლოს ჩვენ გავიმარჯვეთ და მთლიანობაში კარგი სამუშაო გავწიეთ. მაგრამ მომდევნო კვირები კიდევ ბევრი უნდა ვიმუშაოთ და კიდევ უფრო ძლიერები უნდა გავხდეთ და მეც ასევე!

- მიხაელ რეშკემ ერთხელ თქვენ „გერმანიაში ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელი გიწოდათ“

რუდი: ეს მე უფრო მომწონს, ვიდრე ზედმეტად შეფასებულად მახასიათებდნენ. ჩემი თამაში არც თუ ისე შესამჩნევია. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ჩემთვის სულერთია, შესამჩნევია ის თუ არა. ამის მიუხედავად, კარგი ფეხბურთელები მაინც ჩანან თავისი ქმედებების წყალობით.

- გყავთ ახლა მისაბაძი ფეხბურთელი?

რუდი: რთულია თქმა. მაგრამ თომას მიულერის პატივმოყვარეობა შთამაგონებს და მამხნევებს. მას მუდამ სურს ყველაფრის მოგება. ვცდილობ ამაზე ვიქონიო ორიენტაცია.

- შესაძლებელია კი საკუთარ თავში ამგვარი „ტიტულებისადმი შიმშილის გრძნობის“ განვითრება?

რუდი: მე, რა თქმა უნდა ტიტულების მოგება მსურს. მაგრამ რადგან ახლა „ბავარიის“ რიგებში ვთამაშობ, „ტიტულების შიმშილი“ - ეს ჩემი მოვალეობაა!

- კონფედერაციის თასზე თქვენ უკვე გამოცადეთ ტიტულის გემო

რუდი: იქ მე მივხვდი, რომ ტიტულის მოგება - ეს რაღაც განსაკუთრებულია. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ გიძლიერებს „შიმშილს“. მე აქ იმისათვის ვარ, რომ ბევრი მოვიგო. ეს ის მიზანია, რაც ჩემში დავისახე.

- როგორ მოქმედებს თქვენზე ის ფაქტი, რომ კრლო ანჩელოტიმ ნათლად განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს?

რუდი: ჩემპიონთა ლიგის მოგება - ეს ასევე ერთ-ერთი მიზანია გუნდის. მაგრამ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ამისათვის ბევრი და მუხლჩაუხრელად უნდა ვიშრომოთ.

- თქვენ „ჰოფენჰაიმიდან“ უფასოდ გადმოხვედით. ხართ თქვენ მაგალითი იმისა, რომ ყოველთვის საჭირო არაა რეკორდული თანხების გადახდა ფეხბურთელებისათვის?

რუდი: არა, ასე ერთმნიშვნელოვნად არაა ყველაფერი. ერთის მხრივ ასეთი თანხების გადახდა საჭიროა, მეორე მხრივ - არა. ეს ყოველთვის დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე, კონკრეტულ ფეხბურთელზე და კლუბმა შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

- როდესაც ცნობილი გახდა თქვენი „ბავარიაში“ გდასვლის შესახებ, ბევრმა მაშინვე სებასტიან როდე და იან კირგჰოფი გაიხსენა. ორივემ მიუნხენში არც თუ ისე ბედნიერი დრო გაატარა თავის კარიერაში. რა გაძლევთ იმ ნდობის საფუძველს, რომ თქვენც ამავე გზაზე არ აღმოჩნდებით?

რუდი: ახლა მე 27 წლის ვარ და უკვე „ახალგაზრდა ფეხბურთელი“ აღარ მქვია. იმ ასაკში ვარ, როდესაც ფეხბურთელისათვის თავისი შესაძლებლობების პიკია. ასე, რომ შემიძლია იმის წარმოჩენა რაც ჩემშია და ჩემი ლიმიტის მიღწევა და თუ სად იმყოფება ეს ლიმიტი ჯერ-ჯერობით არვიცი.

- ევრო 2016-ის ტურნირზე ვერ მოხვედრა, იყო თუ არა თქვენთვის ყველაზე მძიმე მომენტი კარიერაში?

რუდი: ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. მაგრამ ჩემს თავს ვუთხარი: „ახლა ასეა საჭირო!“ კვლავ მსურდა ნაკრებიდან გამოწვევა მიმეღო და საკმაოდ სწრაფად გამომივიდა. კონფედერაციის თასზე მონაწილეობა მივიღე და საბოლოოდ ჩვენ ის მოვიგეთ.

- გასახდელში თქვენ მშვიდად იქცევით თუ „შიდა მასხარას“ უშვებთ თავისუფლებაზე, როგორც ერთხელ ფრანკ რიბერიმ თქვა?

რუდი: აქ მხოლოდ 1 კვირაა რაც ვიმყოფები და ჯერ-ჯერობით მშვიდად ვიქცევი. მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. კარგი იქნება, თუ ერთხელაც ფრანკ რიბერისთან ერთად გავხალისდები (იცინის).

- საიდან წამოვიდა თქვენი ზედმეტსახელი „ზიპპი“?

რუდი: ეს ჩემი მეტსახელი იყო ყოველთვის ოჯახში. ხო მართლა, ჩემს მეუღლეს არ მოსწონს ამ სახელის მოსმენაც კი (იცინის) ის ყოველთვის თვალებს ატრიალებს „ზიპპის“ გაგონებაზე.

- სეზონი „ლევერკუზენთან“ მატჩით დაიწყება. თქვენთვის ეს განსაკუთრებული თამაში იქნება?

რუდი: (იცინის) რატომ?

- თქვენ „ლევერკუზენის“ ქომაგი იყავით

რუდი: ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო, ჯერ კიდევ ბავშვობაში. ამიტომ ბერნდ შნაიდერი ჩემი ერთ-ერთი სათაყვანებელი პიროვნება გახლდათ.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.