» » მიულერ-ვოლფარტი შესაძლოა კვლავ დაბრუნდეს ბაიერნში

მიულერ-ვოლფარტი შესაძლოა კვლავ დაბრუნდეს ბაიერნში

14-08-2017, 22:04 dachi8 სიახლეები 0

მიულერ-ვოლფარტი შესაძლოა კვლავ დაბრუნდეს ბაიერნში
“ბავარიის“ ყოფილმა ექიმმა ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტმა რეკორდმაისტერის ყოფილი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა, მთავარი ექიმის თანამდებობისა და კლუბის დატოვებაში დაადანაშაულა. გერმანელმა სპეციალისტმა 2015 წელს, მიუნხენის ბაიერნი 38 წლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა.

შაბათს მიულერ-ვოლფარტმა თავისი 75 წლის იუბილე აღნიშნა და ინტერვიუში Bayerischer Rundfunk და Bild-თან „მანჩესტერ სიტის“ თავკაცი გააკრიტიკა.

მიულერ-ვოლფარტი და მთელი მისი პერსონალი თანამდებობებიდან 2015 წლის აპრილში გადადგნენ, ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალური მატჩის შემდეგ „პორტოსთან“. მიულერმა განაცხადა, რომ მისი სამედიცინო პერსონალი გუნდის წაგებაში იყვნენ დადანაშაულებული, როდესაც გუნდს საკვანძო ფეხბურთელები გამოაკლდნენ - გვარდიოლას განცხადებით ტრავმის შემდეგ ისინი ისე სწრაფად ვერ იღდგენდნენ ფორმას, როგორც ეს მას სჭირდებოდა.

„მე ასეთ მოქცევას მიჩვეული არ ვიყავი, როგორც იქცეოდა გვარდიოლა“, - იძახის მიულერ-ვოლფარტი, არც ინტერესდებოდა სამედიცინო საქმიანობით და თან გვაკრიტიკებდა, იძახდა, რომ ესპანეთში ყველაფერი უკეთესადაა და როდესაც ამას ხშირად მოისმენ - ეს სასაცილო აღარ არის“

გვარდიოლა რამოდენიმეჯერ დაუპირისპირდა მიულერ-ვოლფარტს ფეხბურთელების მკურნალობის გამო, განსაკუთრებით ტიაგო ალკანტარას გამო, რომელიც ესპანეთში დაბრუნდა მკურნალობის ჩასატარებლად, იმის მაგივრად, რომ მიუნხენში დარჩენილიყო.

„ეს არასამართლიანია, როდესაც თქვენ გუნდის წაგებაში , ტრავმაში ან ტრავმის გაჭიანურებაში გადანაშაულებენ - საბაბი აღარ გრჩება ერთობლივი მუშაობისთვის“, - იძახის გერმანელი სპეციალისტი, რომელიც ამავდროულად გერმანიის ნაკრების ექიმადაც გვევლინება.

„ბაიერნიდან პეპ გვარდიოლასთან უთანხმოების გამო წავედი, რომელმაც მე გუნდის წაგებაში დამდო ბრალი და ამით თავისი ცოდნის სფეროს ზღვარს გადააბიჯა. როგორც ექიმი პასუხისმგებელი ვარ ფეხბურთელებზე, მაგრამ არა მწვრთნელზე“, - აცხადებს 75 წლის ექიმი.

თუმცა, მიულერ-ვოლფარტი კვლავ მზადაა კლუბს დაეხმაროს და იძახის: „კლუბს გავაგებინე, რომ მზად ვარ დავეხმარო რთული პრობლემების გადაწყვეტაში“ - და ული ჰიონესიც ადასტურებს, რომ შესაძლებელია 75 წლის სპეციალისტი კვლავ ბაიერნის სამსახურში ვიხილოთ, თუმცა უკვე სხვა ამპლუაში.

„ლაპარაკი გვქონდა იმის შესახებ, რომ კვლავ ჩავრთოთ მიულერ-ვოლფრტი კლუბის საქმიანობაში, მაგრამ სხვა პროგრამით“ - იძახის ჰიონესი.

შეგახსენებთ, რომ მიულერ-ვოლფარტის კლუბის დატოვების მიუხედავად, იგი „ბაიერნის“ რამოდენიმე ფეხბურთელის მკურნალობას მაინც განაგრძობდა, მასთან კონსულტაციებზე არიენ რობენი, მანუელ ნოიერი და ჟერომ ბოატენგი დადიოდნენ.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.