» » ჰიონესი: "ჩვენ შეიხი არ გვაფინანსებს"

ჰიონესი: "ჩვენ შეიხი არ გვაფინანსებს"

14-08-2017, 23:38 dachi8 ინტერვიუ 0

ჰიონესი:
“ბავარიის“ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა Sky Sport-თან ინტერვიუში მიმდინარე საკუთხებზე ისაუბრა, სადაც გუნდის მიზნებს, კლუბის პრინციპებსა და სატრანსფერო ბაზარზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შეეხო.

...ული ჰიონესი „ბავარიის“ ბოლო თამაშებზე: „გუნდი ძალიან დამაჯერებლად თამაშობდა, ეს მნიშვნელოვანი იყო, რომ სტარტი ამგვარად დაგვეწყო და სუპერთასი მოგვეპოვებინა, იგივე თავდაჯერება გუნდმა „კემნიცერთანაც“ გამოვლინა“.

... მოთხოვნები აჩელოტისადმი: „ახლა ჩვენ რევოლუცია უნდა შევქმნათ, რომელიც პეპ გვარდიოლას არ მოუწია ამის გაკეთება, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა წარმატება და რესტრუქტურიზაცია, კარლომ ეს ორი რამ უნდა შეიტანოს გუნდში. ჩვენ გვსურს გერმანიის ჩემპიონები გავხდეთ, ყველაფერი დანარჩენი ყავის დამატებითი ინგრედიენტია, ხოლო, თუ ის წარმატებული იქნება მომდევნო 12 თვის განმავლობაში გუნდში რამოდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელის ინტეგრირებაში, მაშინ ის კარგ სამუშაოს გასწევს“.

... ფილიპ ლამის სპორტულ დირექტორად დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ: „ფიქრობთ, სწორი იქნებოდა ლამის დანიშვნა სპორტული დირექტორის თანამდებობაზე 1 ივლისს, თუ მან კარიერა 30 ივნისს დაასრულა? გუნდის ფეხბურთელები ამის გამო შესაძლოა ზეწოლის ქვეშ აღმოჩენილიყვნენ. ნებისმიერ შემთხვევაში შესვენება საჭიროებას წარმოადგენდა, მაგრამ ამდენი დრო ჩვენ არ გვქონდა“.

... სპორტულ დირექტოზე ჰასან სალიხამიჯიჩზე: „14 დღეში სალიხამიჯიჩი უფრო ჩაუღრმავდა საქმეს, ვიდრე მათიას ზამერი 1 წლის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სამეფო გადაწყვეტილება ვიპოვეთ მისი ამ პოზიციაზე დანიშვნით. ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს და ბრაზზოს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია“.

... ძალების გამყარება სეზონზე: „ბავარია ძალიან კარგად გამყარდა, ჩვენ მნიშველოვანი ტრანსფერები განვახორციელეთ, ახალგაზრდა და ტიტულებით მოწყურებული ფეხბურთელები დავიმატეთ, რომლებიც მოედანზე ცეცხლს დაანთებენ“.

... ნეიმარის ტრანსფერზე: „გულწრფელად გეტყვით, რომ ნეიმარში არც 222 მილიონს გადავიხდიდით და არც ამ თანხაზე ნაკლებს, არ მესმის იმის თუ რამდენია უკვე დაიხარჯული ამ ფეხბურთელში“.

... ფინანსურ ინვესტიციებზე კლუბებში: „ჩვენ შეიხი არ გვყავს, რომ ვკითხოთ თუ რამდენ თანხას გამოგვიყოფდა, უამრავი ადამიანია, რომელიც „ბავარიას“ შეისყიდიდა, რაზეც ჩვენ ყოველთვის უარს ვიძახდით. აუდი და ადიდასი შესანიშნავი აქციონერები არიან, მეტი არც არავინ არ იქნება“.

... უსმან დემბელეს საქციელზე: „თუ ფეხბურთელი ვარჯიშებზე არ ცხადდება, ეს მხოლოდ მისი ბრალია. კლუბები ფეხბურთელებს, როგორც ღმერთებს ისე არ უნდა ექცეოდნენ, მითუმეტეს, როდესაც თვითონ ფეხბურთელები ღმერთებივით არ იქცევიან . „ბორუსია“ ძალიან გონივრულად მოიქცა ამ სიტუაციაში. თუ დიდ კლუბს წარმოადგენ, როგორიც „ბორუსიაა“, დროთა განმავლობაში შენი ძალების დემონსტრირება უნდა გამოავლინო, ან ვიღებთ იმას რაც გვსურს, ან ფეხბურთელი კლუბში რჩება“.

... ბუნდესლიგაში კონკურენციის შესახებ: „დარწმუნებული ვარ, რომ დორტმუნდის სახით კვლავ დიდი მეტოქე გვეყოლება, ლაიფციგიც ასევე კარგ გუნდს წარმოადგენს, შემდეგ ჰოფენჰაიმს უნდა მივადევნოთ თვალი, შალკე და მიონხენგლადბახი კი ყოველთვის სიურპრიზებს წარმოადგენენ“.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.