» » ბუნდესლიგის მწვრთნელების უმეტესობა, ბავარიის ჩემპიონობაზე ჩამოდის ფსონს

ბუნდესლიგის მწვრთნელების უმეტესობა, ბავარიის ჩემპიონობაზე ჩამოდის ფსონს

16-08-2017, 18:00 dachi8 სიახლეები 1

ბუნდესლიგის მწვრთნელების უმეტესობა, ბავარიის ჩემპიონობაზე ჩამოდის ფსონს
ბუნდესლიგის 18 გუნდის მწვრთნელმა 2017/18 სეზონის ბუნდესლიგის სავარაუდო ჩემპიონი დაასახელა. კარლო ანჩელოტის ჩათვლით 14 გუნდის მწვრთნელმა მოახლოებული სეზონის ჩემპიონად ბავარია იწინასწარმეტყველა. თუ კონკრეტულად რომელი მწვრთნელები ჩამოვიდნენ ფსონს ბავარიაზე მათი კომენტარებიდან შევიტყობთ.

კარლო ანჩელოტი (ბავარია): რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ გვსურს ჩემპიონები გავხდეთ. ვფიქრობ, ჩვენ ეს გამოგვივა. პირველ რიგში ჩვენი კონკურენტი დორტმუნდის ბორუსია იქნება. ლაიფციგთან დაკავშირებით უნდა მოვიცადოთ. მათ დაძაბული სეზონი ელოდებათ, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ახალ გამოცდილებას მიიღებენ.

რალფ ჰაზენჰუტლი (ლაიფციგი): თუ ყველაფერი ნორმალურად წარიმართება, მაშინ ბავარია კვლავ ჩემპიონი გახდება. ჩვენ კვლავ გვსურს ყველას გაკვირვება, იმის მიუხედავად, რომ ამ სეზონზე ეს რა თქმა უნდა უფრო რთული იქნება.

პეტერ ბოში (დორტმუნდის ბორუსია): ჩემთვის მხოლოდ ჩვენი ამოცანებია მნიშვნელოვანი. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა გვსურს.

იულიან ნაგელსმანი (ჰოფენჰაიმი): ჩემპიონი საუკეთესო გუნდი გახდება. არაფრის მტკიცება არ მსურს.

პეტერ შტიოგერი (კიოლნი): ფსონს ბავარიაზე ჩამოვდივარ, მაგრამ ზუსტი ვარაუდები არ გამაჩნია. თუ უსეინ ბოლტი ასმეტრიანს აგებს, მაშინ გერმანიაშიც ოდესღაც სხვა გახდება ჩემპიონი.

პალ დარდაი (ჰერტა): მას შემდეგ, რაც წინა სეზონში ფსონი ლევერკუზენზე დავდე, ამ წელს სიურპრიზებზე არ ჩამოვალ. ასე, რომ ფსონს ბავარიაზე ან დორტმუნდის ბორუსიაზე ჩამოვდივარ.

კრისტიან შტრაიხი (ფრაიბურგი): ყველაზე რეალური ვარიანტი - მიუნხენის ბაიერნია. მეორე ვარიანტი - დორტმუნდი. ლაიფციგი ან ჰოფენჰაიმი.

ალექსანდერ ნური (ვერდერი): ბავარიას ვერ გავექცევით, მაგრამ შესაძლოა რაღაც სიურპრიზი გველოდება.

დიტერ ჰეკინგი (მიონხენგლადბახის ბორუსია): ფსონს ბავარიაზე ჩამოვდივარ.

დომენიკო ტედესკო (შალკე): ფსონს ბავარიაზე ჩამოვდივარ.

ნიკო კოვაჩი (აინტრახტი): მე კვლავ ფსონს ბავარიაზე ჩამოვდივარ.

ჰაიკო ჰერლიხი (ბაიერი): ფსონს დორტმუნდის ბორუსიაზე ჩამოვდივარ.

მანუელ ბაუმი (აუგსბურგი): ბავარია, ხოლო დორტმუნდი და ლაიფციგი მთავარი კონკურენტები იქნებიან.

მარკუს გისდოლი (ჰამბურგი): ამ წელსაც ბავარიის მიღმა ვერ გავლენ.

სანდრო შვარცი (მაინცი): იმ შემთხვევაშიცკი, თუ ეს ოდნავ გასაკვირი იქნება, როგორც ყოველთვის ფსონს ბავარიაზე ჩამოვდივარ.

ანდრის იონკერი (ვოლფსბურგი): ბავარიელებს კარგი შანსები აქვთ ჩემპიონები გახდნენ.

ჰანნეს ვოლფი (შტუტგარტი): მე ამის შესახებ არც კი ვფიქრობ.

ანდრე ბრაიტენრაიტერი (ჰანოვერი): ჯამში ამ სეზონზეც ბავარია თავისას მიაღწევს.
0
0

efenbergi 19 (17 აგვისტო 2017 23:47)

ამ სეზონში შეიძლება ბავარიას გაუჭირდეს მაგრამ საბოლაოდ მაინც ბაიერნი გახდება ჩემპიონი მიუხედავად იმისა რომ გაუჭირდება. roundfan
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.