» » მომავალი მეტოქე: ლევერკუზენის ბაიერი

მომავალი მეტოქე: ლევერკუზენის ბაიერი

16-08-2017, 22:32 LEV4NI ანონსი 0

მომავალი მეტოქე: ლევერკუზენის ბაიერი
გერმანიის ბუნდესლიგა ბრუნდება!!! დიახ, 18 აგვისტოს მიუნხენის ბაიერნი 2017/18 წლების საფეხბურთო მარათონს ოფიციალურად ლევერკუზენის ბაიერთან დაპირისპირებით გახსნის და პირველი სამი ქულისთვის საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ იბრძოლებს.

გუნდების ამჟამინდელ შემადგენლობაზე საუბარი შორს წაგვიყვანს რადგან სატრანსფერო ფანჯარაზე ორივე გუნდში ძალან დიდი ცვლილებები განხორციელდა, უბრალოდ მომავალი მეტოქის შესახებ გეტყვით იმას რომ კლუბმა ორი უდავო ლიდერი ჰაკან ჩალჰანოღლუ და ხავიერ ერნანდესი სხვადასხვა გუნდებში გაუშვა.

ამასთანავე უნდა ავღნიშნოთ რომ „ფარმაცევტებს“ ჰეიკო ჰენრიხსის სახით 2017/18 წლების საფეხბურთო სეზონში ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლებათ.

ბავარიელთა მიერ განხორციელებულ ტრანსფერებზე კი ისედაც ყველაფერი კარგად ვიცით, რეკორდმაისტერმა გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი შემოგვთავაზა რომელთა შორის ყველაზე დიდი მოთქმა-მოთქმა ხამეს როდრიგესის გადმობირებამ გამოიწვია...

რთული სათქმელია თუ როგორ ფორმაში შეხვდება ბაიერი ახალ სეზონს, თუმცა სტატისტიკაზე დაყრდნობით იმის თქმა კი შეგვიძლია რომ წინასასეზონო პერიოდში გუნდმა ჩატარებული 7 ამხანაგური დაპირისპირებიდან მხოლოდ 1 მოიგო.

თუმცა ყველაფერი ასე მარტივიც არ არის, 11 აგვისტოს პოკალის თასზე გამართული მატჩი კარლსრუეს წინააღმდეგ ჰენრიხსის ბიჭებმა სამ ბურთიანი უპირატესობით მოიგეს, 0;3.

წინასასეზონო მატჩებში დადებითი შედეგით ვერც ბაიერნი დაიკვეხნის რადგან გუნდმა აუდის ტურის ფარგლებში ჩატარებული 6 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო.

სამაგიეროდ ანჩელოტის გუნდმა სეზონში პირველი შესაძლო ტიტული მოიპოვა, დაამარცხა რა დორტმუნდის ბორუსია გერმანიის სუპერთასისთვის გამარულ ბრძოლაში...

ამასთანავე კლუბმა დამაჯერებლად გაიარა გერმანიის თასის პირველი ეტაპი რომელშიც რეკორდმაისტერმა ჩემნიცერი მისსავე სტადიონზე ანგარიშით 0:5 დაამარცხა.

ახლა კი ცოტა რამ დანაკლისის შესახებაც ვთქვათ, დავიწყოთ მასპინძლებით რომლებსაც შეიძლება საკმაოდ დიდი დანაკლისით მოუწიოთ მოედანზე გასვლა რადგან ხუან ბერნატს, რობერტ ლევანდოვსკის, ხავი ერნანდესს, ხამეს როდრიგესს, ჟერომ ბოატენგსა და მანუელ ნოიერს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ და რთული სათქმელია რამდენად მოასწრებენ ისინი ზემოთ ხსენებული მატჩისთვის მწყობრში ჩადგომას.

ლევერკუზენის მხრიდან კი მატჩის გამოტოვება მხოლოდ 2 ფეხბურთელს, იულიან ბრანდტს და სვენ ბენდერს ემუქრებათ.

ახლ კი ისღა დაგვრჩენია რომ დაველოდოთ მატჩს რომელიც პარასკევს თბილისის დროით 22:30 საათზე აიღებს სტარტს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.