» » ანჩელოტი მიულერს ნდობას უცხადებს

ანჩელოტი მიულერს ნდობას უცხადებს

18-08-2017, 12:34 dachi8 სიახლეები 0

ანჩელოტი მიულერს ნდობას უცხადებს
„ბავარიის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თომას მიულერს ნდობა გამოუცხადა. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მოახლოებულ სეზონში, გერმანიის ნაკრების თავდამსხმელის თომას მიულერის იმედი აქვს.

„მიულერი ახლა შესაბამის ფორმაშია. მას სჯერა თავისი ძალის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის. თომასი ფლანგზე არ ითამაშებს. მე მას ვერ ვხედავ ამ ამპლუაში, როგორც ზოგიერთი სხვა“, - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს სპორტული ინტერნეტ-გამოცემა Sport1

რაც შეეხება ახალი სეზონის მოლოდინებს, ანჩელოტიმ განაცხადა: „ჩვენი გუნდის შემადგენლობა დაკომპლექტებულია და მე მოხარული ვარ ჩემი მე-2 სეზონის „ბავარიაში“. თუმცა, ადვილი არ იქნება ჩვენთვის, ჩვენ გვსურს, შეგვიძლია და უნდა ვითამაშოთ უკეთესად, გასულ სეზონთან შედარებით“.
კარლო ანჩელოტიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ სასტარტო შემადგენლობის შერჩევისას დიდ ყურადღებას უთმობს ფეხბურთელის ფორმას და უნარს იყოს სასარგებლო გუნდისთვის.

„ჩვეულებისამებრ, შემადგენლობის შერჩევისას მე ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას არ ვუყურებ. წინააღმდეგ შემთხვევაში უნაი ემერის ყოველთვის უნდა ჩაერთო ძირითად შემადგენლობაში ნეიმარი“, - აცხადებს იტალიელი.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.