» » ჰუმელსი საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო

ჰუმელსი საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო

18-08-2017, 12:58 dachi8 სიახლეები 0

ჰუმელსი საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო
“ბავარიის“ ცენტრალური მცველი მათს ჰუმელსი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველის ხუან მატას საქველმოქმედო აქციას შეუერთდა და თავისი ხელფასის 1 პროცენტს კოლექტიურ ფონდში „საერთო მიზანში“ გადარიცხავს.

ფონდი შექმნილია საფეხბურთო საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის და ბავშვებისათვის, მთელს მსოფლიოში ფინანსურად დაუცველი ოჯახებიდან.

„როგორც კი გავიგე ამ „საერთო მიზნის“ შესახებ, მივხვდი, რომ ეს შანსია მსოფლიოს გაუმჯობესებისათვის და სურვილი გამიჩნდა ამის მონაწილე გავმხარიყავი. ხელფასიდან 1 პროცენტის გადარიცხვით ჩვენ შეგვეძლება შევქმნათ ხიდი ფეხბურთსა და მის გავლენას შორის საზოგადოებაზე მთელს მსოფლიოში“ - იძახის ჰუმელსი.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა ხუან მატამ, რომელმაც ეს ინიციატივა წამოიწყო თავის თანაგუნდელებსაც მოუწოდა ამ აქციაში ჩართვისკენ და განაცხადა: „ერთ-ერთი გაკვეთილი, რომელიც ფეხბურთში მივიღე - გუნდმა უნდა გაიმარჯვოს. ჩვენ ამისთვის ვცხოვრობთ, მაგრამ იშვიათად ვხედავთ თუ როგორ ხდება ეს სოციალურ საზოგადოებაში. „საერთო მიზნის“ დახმარებით ჩვენ შესაძლებლობა გვექნება თანამშრომლობის და იმის მიღწევის, რომ ფეხბურთი სოციალურად ხელმისაწვდომი გახდეს“
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.