» » სალიჰამიჯიჩმა ანჩელოტის კლუბში მოწევა აუკრძალა

სალიჰამიჯიჩმა ანჩელოტის კლუბში მოწევა აუკრძალა

18-08-2017, 13:50 dachi8 სიახლეები 1

სალიჰამიჯიჩმა ანჩელოტის კლუბში მოწევა აუკრძალა
“ბავარიის“ ახალი სპორტულილ დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი სულ რაღაც 3 კვირაა რაც კლუბში ახალ თანამდებობაზე დაინიშნა, მაგრამ უკვე თავის წესებს ამყარებს და იტალიელ სპეციალისტს კარლო ანჩელოტის კლუბში მოწევას უკრძალავს.

„ბავარიის“ ყოფილმა ნახევარმცველმა სალიჰამიჯიჩმა ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ კლუბში გატარებულ ცვლილებებს „მეორეხარისხოვანი დეტალები“ უწოდა, თუმცა ერთ-ერთი მათგანი კარლო ანჩელოტის წინააღმდეგაა მიმართული.

„კარლო ანჩელოტის ვთხოვე, რომ კლუბში აღარ მოეწია. რა თქმა უნდა დამეთანხმა, ის ხომ ნამდვილი პროფესიონალია“ - იძახის სალიხამიჯიჩი.

ანჩელოტიმ კი აღიარა, რომ თვითონაც არაა წინააღმდეგი ეს დამღუპველი ჩვევა გადააგდოს:

„ასე უკეთესი იქნება ჩემი ჯანმრთელობისთვის, ჩემი მეუღლეც კმაყოფილია“.

შედეგი? იმ მომენტიდან როგორც კი იტალიელმა სპეციალისტმა მოწევა შეწყვიტა, „ბავარიამ“ სუპერთასი ასწია ზევით და გერმანიის თასის პირველ რაუნდში „კემნიცერი“ გაანადგურა.
2
0

dachi8 (18 აგვისტო 2017 18:37)

რა დისკრიმინაციაა რა არის dezl
როგორც ვიცი, იშვიათად ეწეოდა და ხელს რაში უშლიდა ვერ ვხვდები.
გამოდის პოზიციებს იმყარებს ბრაზო, მეტი არაფერი what
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.