» » ზამერი ამ სეზონში ბაიერნის შემადგენლობით კმაყოფილია

ზამერი ამ სეზონში ბაიერნის შემადგენლობით კმაყოფილია

18-08-2017, 17:24 dachi8 სიახლეები 0

ზამერი ამ სეზონში ბაიერნის შემადგენლობით კმაყოფილია
“ბავარიის“ ყოფილი სპორტული დირექტორი მათიას ზამერი მოახლოებულ სეზონში რეკორდმაისტერის პერსპექტივებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კარლო ანჩელოტის შეგირდებისგან ამ სეზონზე უფრო მეტს მოელის.

„ვფიქრობ, რომ კლუბი კარგად დაკომპლექტებულია. მანუელ ნოიერისა და თომას მიულერის სახით გუნდს ძლიერი ფუნდამენტი აქვს, ხოლო პროფესიონალი, როგორიც მათს ჰუმელსია მოსალოდნელია, რომ ლიდერად მოგევლინოს. კლუბში ასევე ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან. არიენ რობენი და ფრენკ რიბერი კი კვლავ მსოფლიო კლასის ფეხბურთელებად გვევლინებიან, მაგრამ მათ ასევე კარგი კონტროლი სჭირდებათ, რომ მთელი სეზონის განმავლობაში მაღალი დონის შესრულებით გამოირჩნენ“.

„მე ვენდობი გუნდს ამ სეზონში! გუნდს უკეთესად შეუძლია თამაშის მიმდინარეობისას სიძნელეების დაძლევა, ვიდრე ეს წინა სეზონში იყო. ფეხბურთელებმა თავის თავზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. მხოლოდ მწვრთნელი და კლუბის ხელმძღვანელობა არაა პასუხისმგებელი და როდესაც ფეხბურთელები ამ პასუხისმგებლობას პირისპირ ხვდებიან ისინი უფრო მეტად წარმატებულნი ხდებიან“ - ციტირებს მათიას ზამერის სიტყვებს Die Welt.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.