» » კომენტარები: ბაიერნი 3 - 1 ლევერკუზენი

კომენტარები: ბაიერნი 3 - 1 ლევერკუზენი

19-08-2017, 03:28 dachi8 სიახლეები 0

კომენტარები: ბაიერნი 3 - 1 ლევერკუზენი
ბრძოლა წყალში გამარჯვებით დასრულდა, ახალ სეზონში პირველი 3 ქულაც მოპოვებულია. „ჩვენ ყველანი კმაყოფილები და ბედნიერები ვართ“, - განაცხადა „ბავარიის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა, „ბაიერთან“ 3:1 ანგარიშით გამარჯვების შემდეგ.

მატჩის შემდგომი კომენტარები:

ჰასან სალიხამიჯიჩი: „ჩვენ გავიმარჯვეთ და პირველი 3 ქულა მოვიპოვეთ. ბედნიერები და კმაყოფილები ვართ. მაგრამ, რა თქმა უნდა, აუცილებლად არის რაღაცეები გასაუმჯობესებელი თამაშში“.

კარლო ანჩელოტი: „ეს მძიმე მატჩი იყო. ჩვენ სწრაფი გოლი გავიტანეთ, მაგრამ შემდეგ არც თუ ისე კარგად ვიცავდით თავს. ზონებს შორის საკმაოდ დიდ თავისუფალ ადგილებს ვტოვებდით. ასეთი ამ ეტაპზე ხდება ხოლმე. ეს კომპონენტი უნდა გავაუმჯობესოთ. ჰუმელსს მუცლის პრობლემები შეექმნა, ხოლო მიულერის შეცვლა ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო. სქემის შეცვლა გვსურდა“.

ნიკლას ზიულე: „ჩემთვის ეს განსაკუთრებული დღე იყო. ჩემი პირველი მატჩი ახალ კლუბში და პირველი გოლი. სასიამოვნო იყო ამის შექმნა ათასობით აღფრთოვანებული გულშემატკივრის თვალწინ. მატჩი ადვილი არ ყოფილა. პირველ ტაიმში კარგი მომენტები გვქონდა. მე-2 ტაიმი საუკეთესოდ არ წარიმართა. დაღლა დაგვეტყო. ჩვენს კართან ბევრი მომენტი შეიქმნა. შესაძლო იყო, ანგარიში დიდი გამხდარიყო“.

ჰაიკო ჰერლიხი (ბაიერის მწვრთნელი): „წაგება ყოველთვის არასასიამოვნოა. მაგრამ მე ვთვლი, რომ არ უნდა შეგვცრცხვეს ჩვენი თამაშის. თამამად ვმოქმედებდით შეტევაში და ბევრი მომენტი შევქმენით. მთლიანობაში კი ამით კმაყოფილები უნდა ვიყოთ. მაგრამ უფრო ეფექტურები უნდა ვიყოთ. ბავარიის მოგება სრულიად დამსახურებულია“.

ბერნდ ლენო: (ბაიერის გოლკიპერი): „შერეული გრძნობები მაქვს. უფრო მეტის მიღწევა შეგვეძლო. ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ როდესაც მიუნხენში მათ რეალიზაციაში ვერ მოიყვან საქმე გირთულდება“.

ჯონატან ტა (ბაიერის მცველი): პირველ ტაიმში ჩაგვეძინა და სულელური გოლები გავუშვით სტანდარტების შემდეგ. მე-2 ტაიმში ბევრი შესაძლებლობა გვქონდა მატჩის ბედი შეგვეცვალა. ეს არ გამოგვივიდა. ბავარიამ ამით ისარგებლა და პენალტიდან გაიტანა. მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ეს მხოლოდ პირველი მატჩი იყო“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.