» » ხამეს როდრიგესის კონტრაქტის დეტალები გასაჯაროებულია

ხამეს როდრიგესის კონტრაქტის დეტალები გასაჯაროებულია

19-08-2017, 03:49 dachi8 სიახლეები 3

ხამეს როდრიგესის კონტრაქტის დეტალები გასაჯაროებულია
Football Leaks-მა ხამეს როდრიგესის „ბავარიასთან“ კონტრაქტის დეტალები გაასაჯაროვა. მიუნხენურმა კლუბმა კოლუმბიელი „რეალიდან“ 2 წლის ვადით ამ ზაფხულს არენდით აიყვანა.

აღნიშნულ ტრანსფერში, ხამეს როდრიგესის აგენტმა ჯორჯ მენდეშმა "ბაიერნისაგან" 2 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

თვითონ 26 წლის ფეხბურთელის ხელფასი ბავარიაში კი 6,5 მილიონ ევროს შეადგენს (542 ათასი ევრო თვეში). ასევე გათვალისწინებულია ბონუსები: 250 ათასი ევრო 12 გატანილ გოლზე ოფიციალურ მატჩებში და კიდევ 250 ათასი ევრო 20 საგოლე გადაცემაში.

მიუნხელებს ხამესის არენდა 13 მილიონი ევრო დაუჯდებათ, რომელსაც რეალს გადაუხდიან 2 სეზონის ჯამში. 1 სეზონში 6,5 მილიონს. ხოლო, 2019 წელს ბავარიას 42 მილიონ ევროდ შეეძლება ხამეს როდრიგესის გამოსყიდვა.

მთლიანობაში კოლუმბიელი ბავარიას არენდის ჩათვლით 55 მილიონი ევრო დაუჯდება, თუ რა თქმა უნდა 2019 წელს მის გამოსყიდვას მოისურვებს.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ხამეს როდრიგესი 6 გოლით ტურნირის ბომბარდირი გახდა. იმავე წელსვე „მონაკოდან“ ფეხბურთელი მადრიდის „რეალში“ გადავიდა, ბოლო 3 წლის განმავლობაში კლუბთან ერთად ხამესი 2-ჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ესპანეთისა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული. მთლიანობაში ხამესმა „რეალის“ რიგებში 111 მატჩი ჩაატარა, სადაც 36 გოლი გაიტანა და 41 საგოლე გადაცემა გააკეთა.
1
0

LawLeSS (19 აგვისტო 2017 11:04)

ვნახოთ როგორ მოერგება ბაიერნს
2 სეზონი კაი დროა რო გამოსცადო ფეხბურთელი
2 სეზონში გამოჩნდება ღირს თუ არა გამოსყიდვა
0

Draxler (19 აგვისტო 2017 10:57)

ციტატა: kimmich
ანუ რეალს გამოსყიდის უფლება არ აქვს?

რელის საკუთრებაა რად უნდა გამოსყიდვა... თუ არ გადაიხდის ბაიერნი 42 მილიონს გაფრინდება ისევ მადრიდში...
0

kimmich (19 აგვისტო 2017 10:15)

ანუ რეალს გამოსყიდის უფლება არ აქვს?
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.