ვან ბასტენმა ტობიას შტილერი შეაქო
ფიფას ტექნიკური განვითარების დირექტორმა ვან ბასტენმა თავის ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე „ბაიერნი“ – „ბაიერის“ მატჩის არბიტრი შეაქო, ვიდეო-გამეორების შემდეგ დანიშნული პენალტის გამო.
მარკო ვან ბასტენმა გერმანიის ჩემპიონატში ვიდეო არბიტრის პირველი წარმატებული გამოყენება აღნიშნა. პარასკევს მატჩში „ბავარია“ - ბაიერი“ მთავარმა არბიტრმა ტობიას შტილერმა თამაშის 52-ე წუთზე სტუმრების კარში პენალტი დანიშნა. თუმცა ეს მან მხოლოდ ვიდეო გამეორებებთან მომუშავე ასისტენტთან კონსულტაციის შემდეგ გააკეთა.
მიუნხენელების პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი საჯარიმოში წააქციეს, რის შემდეგაც ვიდეო-გამეორების შედეგმა არბიტრს სწორი გადაწყვეტილება მიაღებინა.
„VAR-ის პირველი წარმატებული გამოყენება ბუნდესლიგაში“, - დაწერა ვან ბასტენმა თავის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.
„ვიდეოგამეორება ეს - არბიტრების დახმარებაა. ჩვენ ვცდილობთ კარგი პროდუქტი შევქმნათ - დინამიური, სანახაობრივი. მაგრამ მთავარია - თამაში სამართლიანი იყოს“ - იძახდა ვან ბასტენი ვიდეო-რეფერეის სიახლის დანერგვისას.