» » პირველი მატჩი ლუპის ქვეშ

პირველი მატჩი ლუპის ქვეშ

19-08-2017, 17:06 dachi8 სიახლეები 0

პირველი მატჩი ლუპის ქვეშ
2017/18 წლის პირველი 90 წუთი უკან დარჩა, „ბავარიამ“ პირველი 3 ქულა მოიპოვა. fcbayern.com წარმოგვიდგენს რამოდენიმე საინტერესო ფაქტს რეკორდმაისტერის გამარჯვებაზე ლევერკუზენის „ბაიერთან“ (3:1).

ლევანდოვსკი: მატჩის გახსნის მისტერი

რობერტ ლევანდოვსკის პრობლემა არ აქვს მატჩების გახსნებზე. თავდამსხმელი პირველი ფეხბურთელი გახდა ბუნდესლიგის ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონატში ზედიზედ 7 სასტარტო მატჩში მოიგო. მატჩი „ბაიერთან“ მისთვის ორმაგად განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან ის მისთვის 150-ე გახდა რეკორდმაისტერის მაისურით. ამ შეხვედრებში მან 114 გოლი გაიტანა! ამასთან, პარასკევს მან როგორც იქნა ლევერკუზენის კარი აიღო, წინა 4 მატჩში ის ამის გაკეთებას ვერ ახერხებდა.

ლევანდოვსკიმ მე-4 გოლი გაიტანა სეზონის მე-3 ოფიციალურ შეხვედრაში. მთლიანობაში 2017 წელს ლევანდოვსკიმ 26 ოფიციალურ მატჩში 27 გოლი გაიტანა. ამასთან, მან თავისი თავი ცივსისხლიან შემსრულებლად წარმოგვიდგინა პენალტების შესრულებისას: ბუნდესლიგაში 9 ნომერმა 15 პენალტიდან 14 რეალიზაციაში მოიყვანა.

და კვლავ მე-9 წუთი

სეზონის პირველი გოლი მე-9 წუთზე ნიკლას ზიულემ გაიტანა. ცენტრალური მცველი ხაბი ალონსოს კვალდაკვალ მიყვა, რომელმაც წინა სეზონზე მატჩში ანგარიში გახსნა. ესპანელმაც „ვერდერის“ კარი მე-9 წუთზე აიღო.

ტოლისოს სუპერ დებიუტი

კორენტენ ტოლისოს მხოლოდ 2 დარტყმა დაჭირდა კარისკენ, რომ თავისი პირველი გოლი გაეტანა ბუნდესლიგაში. მე-18 წუთზე ფრანგმა ვიდალის ჩაწოდების შემდეგ თავით მეტოქის კარი აიღო.

სერია გაგრძელებულია

გულშემატკივრებს, რომლებიც „ალიანც არენაზე“ მოდიან, ყოველთვის უნდა ჰქონდეთ იმის იმედი, რომ „ბავარიელების“ შესრულებით გოლს იხილავენ. პარასკევს მიუნხენელებმა ზედიზედ 54-ჯერ შედეგიან ანგარიშს მიაღწიეს საშინაო სტადიონზე, ამის მსგავს სერიას ადგილი ჰქონდა მხოლოდ 1979-1982 წლებში (77 მატჩი). მატჩების გახსნაც „ბავარიელებს“ კარგად გამოსდით. ზედიზედ 6-ედ რეკორდმაისტერის ფეხბურთელები მოედნიდან გამარჯვებულები გავიდნენ. ამგვარად მიუნხენელებმა „კაიზერსლაუტერნის“ რეკორდი გაიმეორეს (1989-1994).

3 კაპიტანი „ბავარიისთვის“

სეზონის 3 პირველ მატჩში 3 სხვადასხვა ფეხბურთელი გამოდიოდა მოედანზე კაპიტნის სამკლაურით. პარასკევს გუნდი მოედანზე თომას მიულერმა გამოიყვანა, რადგან მანუელ ნოიერი ჯერ კიდევ მზად არაა. მიულერის შეცვლის შემდეგ 61-ე წუთზე მან სამკლაური ფრანკ რიბერის გადასცა. ხოლო, როდესაც ფრანგს მინდვრის დატოვება მოუწია, ჯაპიტანი არიენ რობენი გახდა.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.