» » გერმანიის თასის მე-2 რაუნდში ბაიერნი ლაიფციგს დაუპირისპირდება

გერმანიის თასის მე-2 რაუნდში ბაიერნი ლაიფციგს დაუპირისპირდება

20-08-2017, 22:59 dachi8 მთავარი ამბები 0

გერმანიის თასის მე-2 რაუნდში ბაიერნი ლაიფციგს დაუპირისპირდება
გერმანიის თასის მე-2 რაუნდის გათამაშებაში „ბავარია“ გასული სეზონის ბუნდესლიგის მე-2 ადგილოსანს „ლაიფციგს“ დაუპირისპირდება.

კვირა საღამოს დორტმუნდში, ფეხბურთის მუზეუმში გამართულ კენჭისყრას U21-ის გერმანიის ნაკრების მწვრთნელი შტეფან კუნცი კურირებდა, კერძოდ მას ევალებოდა კალათიდან ბურთების ამოღება. „ბავარია“ და „ლაიფციგი“ სულ ბოლო წყვილი აღმოჩნდა.

„ბავარია“ სტუმრად „ლაიფციგს“ ეწვევა გერმანიის თასის გათამაშების მე-2 რაუნდში.

შეხვედრები 24 და 25 ოქტომბერს გაიმართება. ზუსტი დრო კი მოგვიანებით იქნება ცნობილი.

მე-2 რაუნდის დაპირისპირებები კი ასე გამოიყურება:

ლაიფციგი vs ბაიერნი
შვაინფიურტი vs ფრანკფურტის აინტრახტი
ოსნაბრუკი vs ნიურნბერგი
მაგდებურგი vs დორტმუნდის ბორუსია
პადერბორნი vs ბოხუმი’
ვისბადენის ვეენი vs შალკე
დუსელდორფის ფორტუნა vs მიონხენგლადბახის ბორუსია
მაინცი vs კილის ჰოლშტაინი
ჰერტა vs კიოლნი
ლევერკუზენის ბაიერი vs ბერლინის უნიონი
რეგენსბურგი vs ჰაიდენჰაიმი
ვოლფსბურგი vs განოვერი
ბრემენის ვერდერი vs ჰოფენჰაიმი
კაიზერსლაუტერნი vs შტუტგარტი
გროიტერ ფიურტი vs ინგოლშტადტი
ფრაიბურგი vs დრეზდენის დინამო
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.