» » ბავარია ხამესის ნაცვლად სხვა ფეხბურთელს უმიზნებდა

ბავარია ხამესის ნაცვლად სხვა ფეხბურთელს უმიზნებდა

20-08-2017, 23:54 dachi8 ჭორები 0

ბავარია ხამესის ნაცვლად სხვა ფეხბურთელს უმიზნებდა
„ბავარიამ“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი 2 წლიანი არენდით დაიმატა და 2019 წლის ზაფხულში 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ მისი გამოსყიდვა შეეძლება. თუმცა „ბავარიის“ ხელმძღვანელობა მზად იყო უფრო მეტიც კი დაეხარჯა „რეალის“ სხვა ფეხბურთელში.

როგორც ესპანური ინტერნეტ-გამოცემა დონ ბალონი იუწყება, „ბავარიის“ სამიზნე მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი მარკო ასენსიო გახლდათ და "მიუნხენელები" მზად იყვნენ მასში 90 მილიონი ევროც კი გადაეხადათ.

თუმცა, გარიგება არ შედგა, რადგან თვითონ ასენსიომ „რეალის“ დატოვება არ მოისურვა. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდა, რომ ხამეს როდრიგესზე გადართულიყვნენ და მასზე დაეწყოთ მოლაპარაკებები „რეალთან“.

მარკო ასენსიო მადრიდის „რეალში“ 2015 წელს ესპანურ კლუბი „მალიორკადან“ 3,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და 21 წლის ფეხბურთელი ერთ-ერთ უნიჭიერეს ფეხბურთელად ითვლება საფეხბურთო სამყაროში.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.