» » ბავარიის ახალგაზრდული კამპუსი საზეიმოდ გახსნილია

ბავარიის ახალგაზრდული კამპუსი საზეიმოდ გახსნილია

22-08-2017, 00:04 dachi8 მთავარი ამბები 0

ბავარიის ახალგაზრდული კამპუსი საზეიმოდ გახსნილია
“ბავარიის“ ისტორიაში უდიდესი მომენტი: ორშაბათს მიუნხენის ჩრდილოეთით საზეიმო ცერემონიაზე გერმანიის რეკორდმაისტერის ახალი ახალგაზრდული აკადემიის გახსნა შედგა. ული ჰიონესის სიტყვებით „ახალგაზრდული აკადემია ნიჭიერი ფეხბურთელების განვითრებას შეუწყობს ხელს“.

„ბავარიის“ პრეზიდენტის გარდა ცერემონიაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ბავარიის პრემიერ-მინისტრი ჰორსტ ზეეჰორფი, მიუნხენის ობერ-ბურგომისტრი დიტერ რაიტერი და გერმანული საფეხბურთო კავშირის ვიცე-პრეზიდენტი რაინერ კოხი.

„ამ აკადემიის წყალობით ჩვენ კარგ შესაძლებლობას ვხედავთ წარმატების გენერირებაში. აკადემია „ბავარიის“ მომავლის ფუნდამენტი უნდა გახდეს, კიდევ ერთი განმასხვავებელი თვისება ჩვენი კლუბისა. ამ ცენტრში ჩვენ გვსურს კიდევ უფრო კარგად განვავითაროთ ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები. ახალმა „ბავარიამ“ პასუხი უნდა გასცეს სატრანსფერო სიგიჟესა და ფეთქებად ხელფასების ზრდას“, - განაცხადა „ბავარიის“ პრეზიდენტმა 300 საპატიო სტუმრისა და 100 ჟურნალისტის თვალწინ.

თავის სიტყვაში ული ჰიონესმა ასევე მადლობა გადაუხადა მრავალწლიან პარტნიორს „ალიანცს“: „ჩვენ ბედნიერნი ვართ, რომ მრავალწლიანი სპონსორის სახით შევძელით მნიშვნელოვანი პარტნიორი შეგვეძინა ჩვენი აკადემიისათვის Allianz FC Bayern Akademie". დიდი მადლობა ჰიონესმა ასევე პროექტის „სულიერ მამას“ კარლ ჰოპფნერს გადაუხადა, რომელმაც აკადემიის დაგეგმარების ყველა სტადიაზე ითანამშრომლა.

ჰორსტ ზეეჰორფმა თავის სიტყვაში აკადემიის გახსნის დღე „ძალიან კარგ დღედ მოიხსენია კლუბისათვის და მთლიანად ბავარიის მიწისთვის“. ბავარიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ: „ეს ახალი აკადემია მაგიურ სამკუთხედს წარმოქმნის, (ზაბენერ შტრასე, „ალიანც“ არენა და აკადემია). ვულოცავ კლუბს, რომელიც ჩვენი მიწის სავიზიტო ბარათია. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია „ბავარიის“ ისტორიაში“.

მიუნხენის ობერბურგომისტრი დიტერ რაიტერი ახალ ახალგაზრდულ ცენტრს „მომავლის კარგ დაბანდებად“ მიიჩნევს. „ბავარია“ ამ სამაგალითო ცენტრის წყალობით კიდევ უფრო აამაღლებს, ამის გარეშეც მეტად სპორტული ქალაქის - მიუნხენის დონეს“.

„ეს მნიშვნელოვანი ელემენტია მომავლის ფეხბურთისათვის“, - განაცხადა რაინერ კოხმა. „ბავარია“ სამაგალითო ინვესტიციებს დებს მასობრივ სპორტში“, - ხაზი გაუსვა კოხმა.

ახალი ახალგაზრდული აკადემიის ღირებულებამ 70 მილიონი ევრო შეადგინა. 22 თვეში მისი სრულად აშენება და ჩაბარება მოხერხდა, რომელიც 30 ჰექტარზეა განთავსებული. სავარჯიშო მოედნებისა და დარბაზების გარდა მის ტერიტორიაზე განთავსებულია სტადიონი 2500 მაყურებელზე, ასევე, საერთო საცხოვრებელი 35 აპარტამენტით სხვა ქალაქში მაცხოვრებელი ფეხბურთელებისათვის.

ხოლო ცენტრის ხელმძღვანელი, სადაც 75 თანამშრომელი იმუშავებს, „ბავარიის“ ამჟამინდელი და ასევე ყოფილი მწვრთნელების ასისტენტი ჰერმან გერლანდი იქნება.

3
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.