პრესაში გავრცელებული ჭორები 21/08/17
2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დასასრულს უახლოვდება და სულ უფრო და უფრო მეტი ჭორი იწერება ტრანსფერებთან დაკავშირებით. პრესისთვის მიუნხენის „ბავარიაც“ გამონაკლისი არ ყოფილა. გთავაზობთ, დღევანდელი პრესის მიმოხილვას.
***Westdeutsche Allgemeine Zeitung-ის დაყრდნობით, „ბავარიის“ ხელმძღვანელობა პსჟ-ს გერმანელი ნახევარმცველის იულიან დრაქსლერის შეძენას ფიქრობს. აღნიშნულია, რომ გერმანელ ფეხბურთელს 3 წინადადება აქვს ინგლისიდან. მისით დაინტერესებულნი არიან „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“ და „არსენალი“.
მიუნხენელებს ჯერ არ გაუკეთებიათ ოფიციალური მიმართვა პარიზელებისათვის დრაქსლერის შეძენის თაობაზე და ამ მომენტისათვის მხოლოდ ფეხბურთელის შეძენის მიზანშეწონილობაზე ფიქრობენ 40 მილიონი ევროს ფარგლებში.
***როგორც De Telegraaf-ი იუწყება, „ბავარია“ კონკურენციას უწევს „აიაქსს“, დორტმუნდის „ბორუსიას“ და „ლივერპულს“ 17 წლის მცველის პერ შუურსის გაფორმებისთვის, რომელიც „ფორტუნა სიტარდში“ გამოდის.
***ხოლო თუ Football Italia-ს დავუჯერებთ „ბავარია“ კვლავ დაინტერესებულია „სამპდორიის“ თავდამსხმელის პატრიკ შიკის შეძენით.
***Calciomercato საკმაოდ საინტერესო სიახლეს აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ „ინტერი“ „ბავარიის“ ნახევარმცველს არტურო ვიდალის გაფორმების მცდელობას არ ეშვება და მიზნად აქვს დასახული 30 წლის ჩილელი ნახევარმცველის გაფორმება ამ სატრანსფეო ფანჯრის დროს.
თუმცა, როგორც „ბავარიის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ აღნიშნა, არტურო ვიდალი „ბავარიისთვის“ არაგაყიდვად ფეხბურთელების სიაშია შეყვანილი.
***პრესამ ტრავმირებული ტიაგო ალკანტარაც გაიხსენა და თუ ესპანურ ინტერნეტ-გამოცემა Don Balon-ს დავუჯერებთ, „ბარსელონას“ ნახევარმცველი ლიონელ მესი ტიაგო ალკანტარას კატალონიაში დაბრუნების წინააღმდეგი გამოდიოდა. მესი ალკანტარას „ბარსელონაში“ გადმოსვლის წინააღმდეგ წავიდა, რადგან თავის დროზე ესპანელს შეეძლო „რეალში“ გადაბარგება ნათქვამია Don Balon-ის განცხადებაში. რეკორდმაისტერის ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა კატალონიელებთან 2009-2013 წლებში გამოდიოდა.