» » ტიაგო და კამპანია მშვენიერ ფორმაში იმყოფებიან

ტიაგო და კამპანია მშვენიერ ფორმაში იმყოფებიან

22-08-2017, 18:26 dachi8 სიახლეები 0

ტიაგო და კამპანია მშვენიერ ფორმაში იმყოფებიან
სამშაბათს ვარჯიშისას კარლო ანჩელოტი მშვენიერ ხასიათზე იმყოფებოდა. ამინდის გარდა, კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა: ტიაგო და ხავი მარტინესი სრულიად გამოჯანმრთელდნენ ტრავმის შემდგომ და პირველად დიდი ხნის შემდეგ საერთო ჯგუფში ვარჯიშობდნენ.

განსაკუთრებით ტიაგო გამოირჩეოდა მხიარულებითა და შემართებით. შესვენებების დროს ის ბურთს არ შორდებოდა და მრავალნაირ ფანდს აჩვენებდა, თხოვდა თანაგუნდელებს მისთვის ასისტირება გაეწიათ. სათამაშო ვარჯიშების დროს ესპანელი კრეატივს ასხივებდა, მარცხნივ და მარჯვნივ შესანიშნავ გადაცემებს აკეთებდა. სჩანდა, რომ ამ პროცესისგან დიდ სიამოვნებას იღებდა.

ვარჯიშს 2000-ზე მეტი გულშემატკივარი ესწრებოდა, რომლებმაც ხამეს როდრიგესისა და ჟერომ ბოატენგის ხილვაც მოასწრეს. ორივე ფეხბურთელი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა მეზობელ მინდორზე. ტიაგომ და მარტინესმა კი ქვიშაში ივარჯიშეს.

კარში ადგილი კი მანუელ ნოიერს ეკავა, რომელიც შესანიშნავი სეივებით გამოირჩა. მხოლოდ ერთ ეპიზოდში დარჩა უშანსოდ: ახლო მანძილიდან რობერტ ლევანდოვსკიმ შესანიშნავი დარტყმით ვარდნისას ბურთი კარის ბადეში გადაგზავნა. დამსწრე გულშემატკივარი კი აღფრთოვანებული დარჩა.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ კარლო ანჩელოტი მეტად კმაყოფილი გამოიყურებოდა. შაბათის მატჩამდე „ვერდერთან“ „ბავარიელები“ კიდევ 3 ვარჯიშს ჩაატარებენ და ერთ-ერთი მათგანი (ოთხშაბათი, 12:30სთ) გულშემატკივართათვის ღია იქნება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.