» » ანჩელოტიმ აღიარა, რომ ბაიერნის სტრატეგიის განხორციელება მისთვის რთული იქნება

ანჩელოტიმ აღიარა, რომ ბაიერნის სტრატეგიის განხორციელება მისთვის რთული იქნება

23-08-2017, 12:42 dachi8 სიახლეები 0

ანჩელოტიმ აღიარა, რომ ბაიერნის სტრატეგიის განხორციელება მისთვის რთული იქნება
“ბავარიის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ აღიარა, რომ მისთვის ადვილი არ იქნება გერმანული კლუბის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიის პრინციპი სისრულეში მოიყვანოს. მიუნხენელების ხელმძღვანელობა გეგმავს, ფსონი თავის აღზრდილებზე გააკეთოს და არ აპირებს დიდი თანხების დახარჯვას ვარსკვლავების შესაძენად.

„რუმენიგემ და ჰიონესმა ამიხსნეს კლუბის სტრატეგია. ჩვენ 2-3 ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს 18 წლამდელთა ასაკის ჯგუფში. მაგრამ წამყვან კლუბებში ადვილი არაა ახალგაზრდების გუნდში ინტეგრირება. რთულია ერთდროულად მათ სათამაშო დრო გამოუნახო და ამავე დროს სასურველ შედეგებს მიაღწიო. ეს ისეთ კლუბებსაც ეხება, როგორიცაა „რეალი“ და „ბარსელონა“. ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც „ბავარიის“ მაისურით გამოვა ნამდვილად ძალიან ნიჭიერი უნდა იყოს“

"ამის მიუხედავად "რეალის" აკადემიიდან 5 ფეხბურთელი წამოვწიე ძირითად გუნდში - ნაჩო, კარვახალი, კაზემირო, მორატა და ხესე. ვიმედოვნებ "ბავარიის" მომალისთვისაც ანალოგიური მოვლენების განვითარებას", - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა Goal

რეკორდმაისტერთან უკვე გაფორმებული აქვთ ოფიციალური ხელშეკრულება რამოდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს, როგორიცაა ფელიქს გიოცე, მარკო ფრიდლი, ნიკლას დორში და ფაბიან ბენკო და ისინი „ბაიერნის“ ძირითად გუნდში ირიცხებიან, თუმცა მათი ინტეგრირება და თამაშში ჩართვა მხოლოდ ამხანაგურ მატჩებში ხერხდება.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.