» » Goal: შტარკე "ბავარიის" სათამაშო სქემაზე საუბრობს

Goal: შტარკე "ბავარიის" სათამაშო სქემაზე საუბრობს

24-08-2017, 09:54 -ss- სიახლეები 1

Goal: შტარკე
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი კარის დარაჯი ტომ შტარკე, რომელიც ამჟამად გერმანული გრანდის რიგებში, გოლკიპერთა მწვრთნელის რანგში გვევლინება, "რეკორდმაისტერის" სათამაშო ფილოსოფიაზე საუბრობს. "ბავარიის" ახალი საფეხბურთო აკადემიის გახსნის ეგიდით გამართულ შეხვედრაზე, რომლის მშენებლობა კლუბს დაახლოებით 70 მილიონი ევრო დაუჯდა, 36 წლის ვეტერანმა შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა:

"ამ დრომდე არსად და არასდროს არ მინახავს, მუშაობისათვის საჭირო მსგავსი შთამბეჭდავი პირობები. ეს ყველაფერი კი იმის გათვალისწინებით, რომ საუბარია ინფრასტრუქტურაზე, რომელიც არ არის განკუთვნილი პროფესიონალებისათვის. "

"რაც შეეხება "ბავარიის" სათამაშო სტილს, გეტყვით რომ მიუნხენურ კლუბს არ აქვს მკაცრად განსაზღვრული ტაქტიკური სქემა. მაგალითად ისეთი როგორიც არის 4-3-3. ჩვენს გვსურს რომ ტაქტიკურად უფრო მოქნილები ვიყოთ. ერთი შეხვედრის განმავლობაშიც კი, ყველაფერი იცვლება ისე ხშირად, რომ აქ დოგმები საჭირო არ არის. ჩვენ საფეხბურთო ფილოსოფია მარტივია : მოწინააღმდეგე გუნდის უბურთოდ დატოვება. აქედან გამომდინარე კი, მატჩის მოგება"-ციტირებს ტომ შტარკეს სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა Goal-ი.
1
1

dachi8 (24 აგვისტო 2017 11:56)

პროფესიონალ ფეხბურთელებსაც არ აწყენდათ მსგავსი ინფრასტრუქტურა kricha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.