» » Sport1: დავიდ ალაბას რჩევა რენატუ სანჩესს

Sport1: დავიდ ალაბას რჩევა რენატუ სანჩესს

24-08-2017, 11:01 -ss- სიახლეები 0

Sport1: დავიდ ალაბას რჩევა რენატუ სანჩესს
მიუნხენის "ბაიერნის" ავსტრიელი უკანახაზელი დავიდ ალაბა, ცნობილ გერმანულ ინტერნეტ-გამოცემა Sport1-თან მიცემულ ინტერვიუში, პორტუგალიელი თანაგუნდელის, რენატუ სანჩესის შესახებ საუბრობს. 25 წლის განაპირა მცველის განცხადებით, იგი რენატუს შესაძლებლობებში დარწმუნებულია და ახალგაზრდა ნახევარმცველს გარკვეულ რჩევასაც კი აძლევს.

"სანჩესს შესანიშნავი მომავალი ელის. ევროპის ჩემპიონატზე მან უკვე დაამტკიცა თუ რამდენად ძლიერი ფეხბურთელია. თუკი რენატუ შეძლებს მოედანზე იმის დემონსტრირებას, რისი ნახვის საშუალებაც ჩვენ უკვე გვქონდა, მაშინ შეიძლება მას მაღალი დონის ფეხბურთელი ვუწოდოთ. ვურჩევდი მას საკუთარ გულს მოუსმინოს და მიიღოს საუკეთესო გადაწყვეტილება"-ციტირებს დავიდ ალაბას სიტყვებს გამოცემა Sport1.

რენატუ სანჩესი, მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში 2016 წლის 1 ივლისს ჩაირიცხა. მისი მოქმედი კონტრაქტი გერმანულ გრანდთან 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. უნდა აღინიშნოს, რომ 2016-2017 წლის განვლილი საფეხბურთო სეზონი, 20 წლის ფეხბურთელისათვის არც თუ ისე სახარბიელო აღმოჩნდა და გუნდის ძირითად თერთმეტეულში, ერთეულ შემთხვევებში იყო წარმოდგენილი.

მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, კარლ-ჰაინც რუმენიგეს განცხადებით კი კლუბს, ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ ნდობა არ დაუკარგავს და "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობა, 20 წლის ნახევარმცველის ტრანსფერზე დაყენებას არ გეგმავს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.