» » ვიდალი: "ჩვენ ერთი ოჯახი ვართ"

ვიდალი: "ჩვენ ერთი ოჯახი ვართ"

24-08-2017, 16:33 dachi8 სიახლეები 2

ვიდალი:
ამ კუთხით ჩვენ ჯერ კიდევ არ შეგვიხედავს არტურო ვიდალისათვის! FC Bayern.tv-სთან ინტერვიუში ჩილელმა ოჯახზე, ზაბენერშტრასეზე გატარებულ პირველ წელზე და თავის მებრძოლ ხასიათზე ისაუბრა. „ის მე ბავშობისას შევიძინე. ადვილი ცხოვრება არ გვქონდა, მაგრამ ბედნიერნი ვიყავით. დედაჩემმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენს ოჯახს წინ ევლო. ასე ფორმულირდა ჩემი ხასიათი, რომლის დემონსტრირებასაც თითოეულ მატჩში ვცდილობ”.

მოედნის გარეთ ვიდალი გაცილებით სხვანაირია. „სახლში მე ძალიან მშვიდი ვარ და მოსიყვარულე. ოჯახის, ბავშვების, მეუღლისა და მეგობრების გარემოცვის სიამოვნებით ვტკბები. სიმშვიდით ვტკბები. მაგრამ მოედანზე ვიცვლები. როდესაც „ბავარიის“ ან ჩილეს ნაკრების მაისურს ვიცმევ გამარჯვება მსურს, როდესაც გულშემატკივრებს ვხედავ, მაშინვე ვცხარდები, მაქსიმალურად მოტივირებული ვხდები“.

ვიდალი დარწმუნებულია, რომ გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი გულშემატკივრებს შეაქვთ. „მათ გარეშე ფეხბურთი ასეთი მომხიბლავი ნეხევრად თუ იქნებოდა. გულშემატკივრების გარეშე 100 პროცენტით თავს ვერ წარმოვაჩენდით. წარმოუდგენლად მადლობელი ვარ მათი“. ასევე ვიდალმა გუნდში გამეფებული განსაკუთრებული ურთიერთობები აღნიშნა: „ბავარიის“ განმასხვავებელი ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ერთად როგორც ერთი ოჯახი ვართ. ყველა ფეხბურთელს მჭიდრო ურთიერთობა აქვს ერთმანეთთან. ვეხმარებით ყველგან ერთმანეთს და სადაც შეგვიძლია. ეს კი ჩვენ სხვა დიდი კლუბებისაგან განგვასხვავებს“.

„ბრემენის წინააღმდეგ არასოდეს არ ყოფილა ადვილი“

„ბავარიასთან“ ერთად ვიდალი ამ სეზონზე ყველა ტიტულისათვის იბრძოლებს. ამაში ჩილელის აზრით ახალწვეულები დაეხმარებიან, რომლებსაც ის ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს. „მათი საქმეები უბრალოდ შესანიშნავად მიდის. ისინი ბედნიერები გამოიყურებიან. როგორც მე უკვე ვთქვი, ჩვენი გუნდი - ერთი ოჯახია. თითოეულ ახალ ფეხბურთელს როგორც ძმას ისე ვიღებთ. რაიმე დიდს რომ მიაღწიო ერთი მთლიანივით უნდა იყო“.

როგორც ერთი მთლიანი - ბრემენში „ბავარიელებს“ ზუსტად ასე სურთ გამოსვლა. „ეს რთული მატჩი იქნება. ბრემენის წინააღმდეგ არასოდეს არ ყოფილა ადვილი. მაგრამ ჩვენ გვსურს გერმანიის ჩემპიონები გავხდეთ და ამიტომ იქ უნდა გავიმარჯვოთ“. პერსპექტივაში ვიდალს მხოლოდ ერთი რამ სურს: „რომ ჩემს ოჯახს ყველაფერი კარგად ჰქონდეს და მომავალშიც ბედნიერები ვიყოთ“. რადგან თუ პირად ცხიოვრებაში ყველაფერი კარგადაა, სამუშაოზეც ყველაფერი კარგად ეწყობა“.
1
0

dachi8 (24 აგვისტო 2017 23:43)

-ss-,
თუ არ გასვანდა კიდე ეგრეა kicha ნერვები უნდა მოთოკოს არტურომ აუცილებლად
0

-ss- (24 აგვისტო 2017 23:02)

ძალიან საიმედო იგროკია. აი რომ არ გეშინია ცენტრში არაფრის ისეთია, იცი რომ ჩაბეტონებული აქვს ზონა dovolen
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.