» » ბაიერნის მეტოქეები ჩემპიონთა ლიგაზე ცნობილია

ბაიერნის მეტოქეები ჩემპიონთა ლიგაზე ცნობილია

24-08-2017, 21:20 LEV4NI სიახლეები 2

ბაიერნის მეტოქეები ჩემპიონთა ლიგაზე ცნობილია
რამდენიმე წუთის წინ მონაკოში დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა.

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მოასპარეზე გუნდებმა თავიანთი მეთოქეების ვინაობა გაიგეს, მათ შორის რათქმაუნდა გახლდათ მიუნხენის ბაიერნი რომელიც საკმაოდ საინტერესო კლუბების გარემოცვაში მოექცა.

ბავარიული კლუბი B ჯგუფში მოხვდა, უმთავრესი კონკურენტის სახით კი ანჩელოტის გუნდმა ფრანგული პსჟ მიიღო.

გეტყვით იმასაც რომ კარლო ანჩელოტი პარიზულ კლუბს ძალიან კარგად იცნობს რადგან არცთუ ისე დიდი ხნის წინ ბაიერნის ამჟამინდელი თავკაცი ხსენებული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.

მაშ ასე, B ჯგუფი შემდეგნაირად გამოიყურება...

1.მიუნხენის ბაიერნი (გერმანია)
2.პსჟ (საფრანგეთი)
3.ანდერლეხტი (ბელგია)
4.სელტიკი (შოტლანდია)

უეფას ჩემპიონთა ლიგა კი სტარტს ოფიციალურად 12 სექტემბერს აიღებს, რაც შეეება ფინალურ მატჩს ის უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიმართება.
2
1

-ss- (24 აგვისტო 2017 23:05)

ანდერლეხტი განწირულია, შოტლანდიელები ბოლომდე იბრძოლებენ popkorn
0

dachi8 (24 აგვისტო 2017 21:27)

კი იცნობს ანჩელოტი, მაგრამ ბევრი ფეხბურთელი დაიმატეს და ბევრი რამ შეიცვალა მაგის წამოსვლის შემდეგ კლუბში.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.