» » ჰიონესი: რიბერისა და რობენის შემცვლელი? ჩვენ სწორ გადაწყვეტილებას მოვძებნით

ჰიონესი: რიბერისა და რობენის შემცვლელი? ჩვენ სწორ გადაწყვეტილებას მოვძებნით

24-08-2017, 22:12 dachi8 სიახლეები 1

ჰიონესი: რიბერისა და რობენის შემცვლელი? ჩვენ სწორ გადაწყვეტილებას მოვძებნით
“ბავარიის“ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ბრაზილიელ ნახევარმცველს დუგლას კოსტას, რომელიც ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს „იუვენტუსში“ 1 წლიანი არენდით გადაბარგდა - ანგარებიანი ფეხბურთელი უწოდა.

„არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის შემცვლელი? ისინი ჯერ კიდევ დიდებული ფეხბურთელები არიან. სწორი შემცვლელის მოძებნა საკმაოდ რთულია. ორივე ფეხბურთელს საკმაოდ კარგად ვიცნობ და ფრანკ რიბერიც და არიენ რობენიც კმაყოფილები არ არიან, როდესაც სათადარიგო სკამზე ზიან. მათ ყოველთვის სურთ თამაში. ამიტომ შესაბამისი ბალანსი უნდა მოიძებნოს. თუმცა, ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე ფიქრს, სანამ ამ საკითხის სწორ გადაწყვეტილებას არ ვიპოვით. დუგლას კოსტა ამ როლს ვერ მოერგო, რადგან ის ცოტათი ანგარებიანი ფეხბურთელი აღმოჩნდა, მისი ხასიათი ჩვენ არ მოგვეწონა“

„კინგსლი კომანი - ახალგაზრდა ყმაწვილია, დიდი პოტენციალით და მან თავისი თავი უნდა გამოავლინოს. თუ ეს მას არ გამოუვა, მაშინ ამ საკითხით უნდა დავკავდეთ და სხვა ვარიანტი უნდა მოვძებნოთ“, - ციტირებს ჰიონესის სიტყვებს Frankenpost.
1
0

qutaturi (25 აგვისტო 2017 12:31)

კარასკო ული კარასკო
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.