» » "სანახაობრივი ჯგუფი, ჩინებული გუნდებით"

"სანახაობრივი ჯგუფი, ჩინებული გუნდებით"

24-08-2017, 23:13 dachi8 მთავარი ამბები 2

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრამ „ბავარიას“ 3 საინტერესო მეტოქე შეახვედრა. ფლეი-ოფებში გასვლაზე რეკორდმაისტერი პსჟ-ს, ანდერლეხტს და სელტიკს დაუპირისპირდება. „ეს ცნობილი სახელებია ევროპულ ფეხბურთში“, - განაცხადა მონაკოში ცერემონიის დასრულების შემდგომ თომას მიულერმა. „ბავარიელები“ განსაკუთრებით ფრანგულ კლუბ პსჟ-სთან დაპირისპირებას ელოდებიან. „საინტერესო სანახავი იქნება“ (ჰასან სალიხამიჯიჩი), „ნამდვილი ორთაბრძოლა“ (მანუელ ნოიერი) და „დიდი გამოწვევა“ (კორენტენ ტოლისო) - ასე დაახასიათეს თავისი მოლოდინები მიუნხენელებმა.

კომენტარები:

კარლო ანჩელოტი: „ეს სანახაობრივი ჯგუფია, ჩინებული გუნდებით, რომელთა შორისაც რა თქმა უნდა პსჟ გამოირჩევა. პირადად ჩემთვის საინტერესო იქნება ჩემი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში. „სელტიკი“ როგორც ყველამ შესანიშნავად იცის, ყოველთვის წარმოუდგენელ მხარდაჭერას იღებს გულშემატკივრებისაგან. ბელგიის ჩემპიონების „ანდერლეხტის“ არ დაფასებაც არ შეიძლება. მთლიანობაში ეს 3 განსხვავებული, მაგრამ რთული მოწინააღმდეგეა“.

ჰასან სალიხამიჯიჩი: „პსჟ - ჩინებული მოწინააღმდეგეა. კლუბი - დიდი სახელით. მოუთმენლად ველოდები თამაშს. 2003 წელს „სელტიკის“ წინააღმდეგ ვთამაშობდი და ამაზე ხმაურიანი სტადიონი ჯერ არ მინახია არსად. „ანდერლეხტის“ წინააღმდეგაც მაქვს ნათამაშები. ამ გუნდის სტადიონზე ასევე კარგი ატმოსფეროა და ყველაზე დიდი შეცდომა მათი სათანადოდ ვერ შეფასება იქნება. იმისათვის, რომ ჯგუფიდან გავიდეთ, ყველა მეტოქის წინააღმდეგ საუკეთესოდ უნდა მოვემზადოთ“.

მანუელ ნოიერი: „ძალიან საინტერესო კენჭისყრაა. პსჟ-ს წინააღმდეგ არასოდეს არ მითამაშია და სულმოუთმენლად დაველოდები ამ მატჩებს. „სელტიკის“ წინააღმდეგაც პირველად მომიწევს თამაში. სტადიონი „სელტიკ პარკი“ ცნობილია თავისი შესანიშნავი ატმოსფეროთი. „ანდერლეხტი“ - არასასიამოვნო მოწინააღმდეგეა, რომლის არ დაფასებაც არ შეიძლება. მათ თავისუფლად შეუძლიათ ნებისმიერი დიდი სახელის მქონე კლუბი გაანაწყენონ. ამისათვის მზად უნდა ვიყოთ“.

თომას მიულერი: „ეს ყველა კლუბი ევროპაში ცნობილია. პსჟ - ძალიან საინტერესო მეტოქეა. მე ჯერ არასოდეს არ მითამაშია ამ გუნდის წინააღმდეგ. მატჩები „სელტიკთან“ ასევე დაძაბული იქნება. მათ მათი წარმოუდგენლად აქტიური გულშემატკივრები დაუჭერენ მხარს. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ შორს გასვლა გვსურს“.

მათს ჰუმელსი: „ეს კარგი ჯგუფია. ჩვენი ამოცანა - შორს გასვლაა. პსჟ - ეჭვგარეშეა ძალიან მიმზიდველი მეტოქეა. ეს შესანიშნავი გუნდია. მაგრამ კარგიცაა, რომ თავიდანვე საუკეთესოებთან მოგვიწევს შეჯიბრი. ასევე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შორი მოგზაურობები არ გველოდება“.

კორენტენ ტოლისო: „ვთვლი, რომ მეტად მიმზიდველი ჯგუფი შეგვხვდა. პირველ რიგში დიდი გამოწვევა ჩვენთვის პსჟ გახდება. ზაფხულში ისინი გაცილებით გაძლიერდნენ ნეიმარისა და დანი ალვეშის დამატებით. ეს ორი დიდი მატჩი იქნება. „ანდერლეხტისა“ და „სელტიკის“ წინააღმდეგ მატჩები უნდა მოვიგოთ, ეს რეალურია. სულმოუთმენლად ველოდები ნაკრებიდან ჩემს თანაგუნდელებთან - ალფონსო არეოლთან და ადრიან რაბიოსთან შეხვედას“.

კინგსლი კომანი: „ჩვენ ადვილი ჯგუფი არ შეგხვედრია. განსაკუთრებით ველოდები მატჩებს პსჟ-სთან. ჩემს პირველ წლებში პსჟ-ში მხოლოდ 1 მატჩი მაქვს ჩატარებული ამ შესანიშნავ სტადიონზე. ამიტომ ორმაგად მოხარული ვარ იქ დაბრუნებით „ბავარიასთან“ ერთად. მაგრამ ჩვენ ასევე უკიდურესად მობილიზებულნი უნდა ვიყოთ „ანდერლეხტთან“ და „სელტიკთან“ მატჩებში. არ ღირს მათი არ დაფასება. თუ ჩვენ შევძლებთ ამ მატჩებში ჩვენი პოტენციალის რეალიზაციას, მაშინ ჯგუფში მოგებაც სრულიად რეალური იქნება“.
1
0

dachi8 (24 აგვისტო 2017 23:45)

-ss-,
აბა რა kricha
უბრალოდ ცოტა ადრე გვხვდებიან სექტემბერში (პირველი თამაში) თორე ამათ როგორ ვერ უნდა გაუმკლავდეს ბავარია?
1

-ss- (24 აგვისტო 2017 23:22)

პსჟ რომ ჩარჩეს kicha ტრანსფერებში დახარჯული 100 ეულობით მილიონი დოლარი და ბრახ უცებ ანდერლეხტმა რომ დადოს ბეჭებზე kicha პირველ ადგილზე უნდა გავიდეთ, ჯერ ერთი შემედგ გართულებებს ავიცილებთ მერე მეორე, ვერ ვიტან ფულით ძალად გაბერილ გუნდებს.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.