» » Goal: ალაბა სალიჰამიჯიჩის შესახებ საუბრობს

Goal: ალაბა სალიჰამიჯიჩის შესახებ საუბრობს

25-08-2017, 10:23 -ss- სიახლეები 1

Goal: ალაბა  სალიჰამიჯიჩის შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" ავსტრიელი უკანახაზელი დავიდ ალაბა, კლუბის ახალი სპორტული დირექტორის, ჰასან სალიჰამიჯიჩის შესახებ საუბრობს. 25 წლის განაპირა მცველმა, ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, ჰასან სალიჰამიჯიჩის მუშაობას, კლუბისათვის სასარგებლო უწოდა და 40 წლის სპეციალისტს, მოკლე დროში გამოვლენილი სიმკაცრეც მოუწონა.

"ვფიქრობ, რომ სალიჰამიჯიჩის სიმკაცრე, "ბავარიის" ფეხბურთელებისათვის სასარგებლოა. ჩვენ პროფესიონალები ვართ და სამატჩო გრაფიკიც გადატვირთულია. გუნდში თითოეულმა ფეხბურთელმა იცის, რომ უნდა მოიქცეს ისე, როგორც ეს პროფესიონალს შეეფერება. მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, ვფიქრობ ყველას აქვს უფლება, სახლში გაფრინდეს და გარკვეული დრო ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროს. უბრალოდ საჭიროა ამ საკითხზე საუბარი და მიმაჩნია, რომ პრობლემაც არ იქნება"-ციტირებს დავიდ ალაბას სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა Goal-ი.

მიუნხენური კლუბის ახალი სპორტული დირექტორის მიერ გამოვლენილი სიმკაცრე, არა მხოლოდ ფეხბურთელებმა არამედ კლუბის იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტმაც საკუთარ თავზე უკვე შეიგრძნო. შეგახსენებთ სულ რამდენიმე ხნის წინ, სალიჰამიჯიჩმა "ბავარიელთა" თავკაცს, კლუბში სიგარეტის მოწევა აუკრძალა.
1
0

dachi8 (25 აგვისტო 2017 14:52)

სიმკაცრეა საჭირო და სწორს აკეთებს ჰასანა yes
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.