» » ჰიონესი: მსგავს ფაქტებზე ყოველთვის მეღიმება

ჰიონესი: მსგავს ფაქტებზე ყოველთვის მეღიმება

25-08-2017, 11:05 -ss- სიახლეები 0

ჰიონესი: მსგავს ფაქტებზე ყოველთვის მეღიმება
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი, ჟურნალისტებთან საუბრისას სატრანსფერო ბაზარზე არსებულ ფინანსურ საკითხებს, კიდევ ერთხელ შეეხო. "ბავარიელთა" ხელმძღვანელის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ სხვადასხვა საფეხბურთო კლუბების მიერ, ტრანსფერებზე გამოყოფილი არარეალური თანხები, წარმატების გარანტი ვერ იქნება და ამის შესახებ გარკვეული მაგალითიც მოიყვანა.

"ყოველთვის მეღიმება, როდესაც მსგავსი ფაქტების შესახებ ვიგებ. ბოლო წლებში, მადრიდის "რეალზე" მეტჯერ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგება, ვერც ერთმა საფეხბურთო კლუბმა ვერ მოახერხა. რაც შეეხება "პარი სენ-ჟერმენს" და მანჩესტერ "სიტის", კლუბებმა რომლებმაც კოლოსალური თანხები დახარჯეს, ჯერაც არაფერი მოუგიათ. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად არ ვნერვიულობ იმ საკითხზე, რომ "დიდი ფული" ტიტულებს მოიგებს"-განაცხადა ული ჰიონესმა

აღსანიშნავი ფაქტია, რომ გერმანული გრანდის ხელმძღვანელობა, სატრანსფერო ბაზარზე არსებულ გამოწვევებს, ახალი საფეხბურთო აკადემიის გახსნით პასუხობს. როგორც "ბავარიელთა" პრეზიდენტი აცხადებს, მომავალ თაობაში ჩადებული ინვესტიცია, საუკეთესო პასუხია იმ "საფეხბურთო სიგიჟეებთან" მიმართებით, რასაც თანამედროვე ფეხბურთში აქვს ადგილი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.