» » Goal: დრაქსლერის აგენტმა "ბაიერნი" გამორიცხა

Goal: დრაქსლერის აგენტმა "ბაიერნი" გამორიცხა

25-08-2017, 11:53 -ss- ტრანსფერები 1

Goal: დრაქსლერის აგენტმა
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და ფრანგულ საფეხბურთო კლუბ "პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველის, იულიან დრაქსლერის ტრანსფერი მიუნხენის "ბაიერნში" არ შედგება. ამის შესახებ ჟურნალისტებს, 23 წლის ფეხბურთელის აგენტმა, როჯერ ვიტმანმა განუცხადა. როგორც ზემოხსენებულმა პირმა, ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, იულიანი პარიზულ კლუბში თავს ბედნიერად გრძნობს და კლუბის გამოცვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს.

"დრაქსლერი "პარი სენ ჟერმენში" თავს კარგად გრძნობს. საკითხი, ხსენებული კლუბის დატოვების შესახებ, არ განიხილება" - ციტირებს ინტერნეტ-პორტალი, როჯერ ვიტმანის სიტყვებს.

შეგახსენებთ, დასავლურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იულიან დრაქსლერი მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლასთან ახლოს იყო. გარდა ამისა, ხსენებულ ფეხბურთელს სხვადასხვა ევროპელი მიმომხილველები საფეხბურთო კლუბ "მონაკოსაც" უკავშირებდნენ. თუმცა ზემოხსენებული ორივე ცნობა, ფეხბურთელის აგენტმა, ოფიციალურად უარყო.

იულიან დრაქსლერი, "პარი სენ-ჟერმენის" რიგებში, 2017 წლის 3 იანვარს ჩაირიცხა. მისი მოქმედი კონტრაქტი, პარიზულ კლუბთან 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. transfermarkt-ის ინფორმაციით, 23 წლის ნახევარმცველის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონ ევროს შეადგენს.
1
1

dachi8 (25 აგვისტო 2017 14:59)

კარგია იყავი სადაც ხარ kricha ბაიერნს სხვა ტიპის ვინგერი სჭირდებან
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.