ბრაზო როგორც დამბალანსებელი: განხეთქილება რუმენიგესა და ჰიონესს შორის » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ბრაზო როგორც დამბალანსებელი: განხეთქილება რუმენიგესა და ჰიონესს შორის

ბრაზო როგორც დამბალანსებელი: განხეთქილება რუმენიგესა და ჰიონესს შორის

25-08-2017, 20:13 dachi8 სიახლეები 0

ბრაზო როგორც დამბალანსებელი: განხეთქილება რუმენიგესა და ჰიონესს შორის
ქრისტიან ფალკი Sport Bild-იდან ჰასან სალიხამიჯიჩის როლზე საუბრობს გერმანულ გრანდში და მოკლე ისტორიას ამცნობს მკითხველს, თუ პირველ რიგში რა როლი ეკისრება ყოფილ „ბავარიელს“ კლუბში, განსაკუთრებით კარლ-ჰაინც რუმენიგესა და ული ჰიონესს შორის შუალედური როლის მორგებითა და შერიგებით.

ყველასათვის მიღებული იყო ის აზრი, რომ ბავარიას სასწრაფოდ ესაჭიროებოდა სპორტული დირექტორი, რათა ფრონტ ოფისსა და ანჩელოტის შორის ურთიერთობები შეემსუბუქებინა. როდესაც კლუბმა ჰასან სალიხამიჯიჩის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა გამოაცხადა, ბევრმა ჩათვალა, რომ მოულოდნელი არჩევანი იმის შედეგი იყო, რომ კლუბმა ფილიპ ლამი და მაქს ებერლი ვერ დაარწმუნა ეს როლი თავის თავზე აეღოთ.

ეს მხოლოდ ჭეშმარიტების ნაწილია - და არასამართლიანობაა სალიხამიჯიჩის მისამართით.
ახლა ბრაზოს დაქირავების კონტექსტი გაცილებით ნათელია: ზამერის მემკვიდრე სინამდვილეში რუმენიგესა და ჰიონესს შორის კულისებში კამათის შედეგია, რომელიც ჰიონესის ციხიდან გათავისუფლებისა და კლუბში რეინტეგრაციის შემდეგ ხდებოდა.

ცოტა ხნის წინ ჰიონესმა Eurosport-თან გაკეთებულ ინტერვიუში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ისინი რუმენიგესთან ერთად „იყვნენ და არიან მეგობრები“, მაგრამ ჰიონესმა პერიოდს - ციხიდან გათავისუფლების დღიდან - შერიგების პროცესი უწოდა.

„ამ პერიოდს - გაყრას მივამსგავსებდი. ჩვენ კვლავ ერთად უნდა დავუბრუნდეთ საქმეებს და ეს პროცესი ახლა დაწყებულია. ჩემი აზრით ჩვენ შესანიშნავი პროგრესი განვიცადეთ“ - იძახის ული.

ჰიონესის არ ყოფნის პერიოდში, რუმენიგე ერთპიროვნულად განაგებდა კლუბს. ბაიერნმა ამ ხნის განმავლობაში 2-ჯერ მოიგო ჩემპიონატი და ერთხელ გერმანიის თასი, ისე მოჩანდა, თითქოს კლუბი საერთოდაც აღარ საჭიროებდა ული ჰიონესს.

მაგრამ ჰიონესი კლუბში დაბრუნების შემდეგ მეტად კრიტიკული აღმოჩნდა და ამტკიცებდა, რომ არც პეპ გვარდიოლა და არც მათიას ზამერი კლუბს არ დატოვებდნენ თვითონ რომ ყოფილიყო იმ დროს კლუბის სათავეში. ასევე რუმენიგე დადანაშაულებული იყო იმაში, რომ დროულად არ მოუმზადა კლუბის 2 ვეტერანს - ფრანკ რიბერისა და არიენ რობენს შემცვლელი.

ეს ორი ადამიანი მიუნხენის ბავარიის სახეა, მაგრამ ორივეს ერთმანეთისაგან განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ კლუბის იდენტიფიკაციაზე. რუმენიგემ - ინტერნაციონალიზაციის გამოწვევა მიიღო და კლუბის გლობალურ ბაზარზე პოპულარიზაცია მოახდინა, მაშინ როდესაც ჰიონესმა თავისი ძალისხმევა ახალგაზრდული აკადემიისაკენ მიაპყრო და ყველაფერზე წინ პრიორიტეტად ტრადიციები და კლუბის მოედანზე წარმატებაა მისთვის მნიშვნელოვანი.

ამ ორ შორის განსხვავება ამაზე ნათლად არასოდეს გამოჩენილა, როდესაც აზიური ტურნე რუმენიგემ წარმატებულად გამოაცხადა, ხოლო ჰიონესის მხრიდან ის გაკრიტიკებული იქნა.

სალიხამიჯიჩის სახით ორივეს სანდო მოკავშირე და მეგობარი ყავთ, რომელსაც შეუძლია ორივე ერთ მაგიდასთან დასვას მოსალაპარაკებლად. შესაძლოა, ჰიონესი თავიდან მაქს ებერლის დანიშვნის მომხრე იყო, იმ დროს როდესაც რუმენიგეს სურვილი ფილიპ ლამის საქმეში ჩართვა იყო, მაგრამ როდესაც რუმენიგემ ულის ბრაზო შესთავაზა, ჰიონესი ამ არჩევანს მაშინვე დათანხმდა. დანარჩენი უკვე ისტორიაა .....
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.