» » გერმანიის ნაკრების განაცხადში 5 ბავარიელია

გერმანიის ნაკრების განაცხადში 5 ბავარიელია

25-08-2017, 20:47 dachi8 სიახლეები 0

გერმანიის ნაკრების განაცხადში 5 ბავარიელია
5 „ბავარიელით“ შემადგენლობაში გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს უახლოვდება. ბუნდესთიმის მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა მოახლოებულ შესარჩევ მატჩებში ჩეხეთის (1 სექტემბერი) და ნორვეგიის (4 სექტემბერი) წინააღმდეგ, მათს ჰუმელსი, თომას მიულერი, იოშუა კიმიხი, ნიკლას ზიულე და სებასტიან რუდი წარადგინა.

ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესში მყოფი ჟერომ ბოატენგი და ნაკრების კაპიტანი მანუელ ნოიერი განაცხადში არ არიან. „ჩვენ ვილაპარაკეთ მანუელ ნოერთან ერთად და გადავწყვიტეთ, რომ მას „ბავარიის“ განკარგულებაში დარჩენა წაადგება, სადაც მშვიდად დააგროვებს სათამაშო პრაქტიკას“ - განმარტა ლიოვმა.


ანჩელოტი ვიდეო-ასისტენტების გამოყენებას მიესალმება

მიუხედავად რამოდენიმე ტექნიკური პრობლემებისა სეზონის დასაწყისში, „ბავარიის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მიესალმება ვიდეოასისტენტების გამოყენებას.

„ისინი მეტად მნიშვნელოვანი არიან“ - განაცხადა ანჩელოტიმ პარასკევს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, „ვერდერთან“ მატჩის წინ. ანჩელოტი ამ ინოვაციას როგორც „სწორ გზას“ ისე აფასებს.

თამაშგარეს ვირტუალური ხაზი ჯერ-ჯერობით გამოყენებული არ იქნება - ასეთი გადაწყვეტილება მიიღო გერმანულმა საფეხბურთო ლიგამ.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.