» » რენატუ სანჩესი ტრანსფერზეა დაყენებული

რენატუ სანჩესი ტრანსფერზეა დაყენებული

26-08-2017, 21:23 dachi8 ტრანსფერები 1

რენატუ სანჩესი ტრანსფერზეა დაყენებული
«ბავარიის“ პორტუგალიელი ნახევარმცველი რენატუ სანჩესის სურვილია საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კლუბი გამოიცვალოს. 20 წლის პორტუგალიელმა მთავარ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის თხოვნით მიმართა, რომ ბუნდესლიგის მე-2 ტურის თამაშში „ვერდერთან“ განაცხადში არ შეეყვანა.

სანჩესმა „ბავარიაში“ ტრანსფერზე დაყენების მოთხოვნა შეიტანა, განაცხადა მიუნხენელების სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიხამიჯიჩმა ინტერვიუში Sky Sport Deutschland-თან.

ფეხბურთელი წინა ზაფხულს „ბენფიკიდან“ 35 მილიონ ევროდ გადმოვიდა მიუნხენურ კლუბში და შემადგენლობაში თავი ვერ გაიმყარა. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს სანჩესით ინგლისისა და იტალიის კლუბები ინტერესდებოდნენ, როგორებიც „ჩელსი“, „ლიცერპული“, „იუვენტუსი“ და „მილანია“.

ცოტა ხნის წინ „ბავარიის“ პრეზიდენტმა ინტერვიუში რენატო სანჩესზე საუბრისას აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს სათამაშო დრო ჭირდება, კლუბს მისი სჯერა და მოთმინება უნდა გამოიჩინონ მის მიმართ.

თუ რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობის კომენტარებს დავეყრდნობით, პორტუგალიელის ტრანსფერზე დაყენება არენდით გაშვებას უნდა ეხებოდეს და არა გაყიდვას. ვნახოთ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
1
0

-ss- (26 აგვისტო 2017 23:21)

ეეე მეგონა დარჩებოდა, ცუდია exx
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.