» » კომენტარები: ვერდერი 0 - 2 ბაიერნი

კომენტარები: ვერდერი 0 - 2 ბაიერნი

26-08-2017, 22:01 dachi8 მიმოხილვა 1

კომენტარები: ვერდერი 0 - 2 ბაიერნი
72 წუთი ცდილობდნენ „ბავარიელები“ გოლის გატანას „ვერდერის კარში“, შემდეგ კი 4 წუთის განმავლობაში რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. „რობერტ ლევანდოვსკიმ დღეს დაამტკიცა, რომ ბუნდესლიგაში ის საუკეთესოა და მსოფლიოში კი ერთ-ერთი საუკეთესოთა შორის“ - განაცხადა სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიხამიჯიჩმა.

მატჩის შემდგომი კომენტარები:

ჰასან სალიხამიჯიჩი: „ჩვენ ნამდვილად კარგი თამაში ვაჩვენეთ. მოთმინება გამოვიჩინეთ, ბევრი მომენტი გვქონდა, თუმცა ბოლო პასი გვაკლდა. მთლიანობაში გოლები გავიტანეთ და მშვიდად ჩავამთავრეთ თამაში გამარჯვებით. სუპერკომპაქტურები ვიყავით და არ ვაძლევდით მეტოქეს საგოლე მომენტების შექმნის უფლებას. რობერტ ლევანდოვსკიმ დღეს დაამტკიცა, რომ ის ბუნდესლიგაში საუკეთესოა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოთა შორის. რობერტი - სენსაციური ფეხბურთელია“.

კარლო ანჩელოტი: „ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით. ეს მნიშვნელოვანი მოგება იყო რთულ მატჩში. ერთი საათის განმავლობაში პრობლემები გვქონდა თავისუფალი ზონების მოძებნაში. თითოეული მწვრთნელი ეძებს საშუალებას თამაშის გაუმჯობესების, მაგრამ საბოლოოდ ყველაზე მთავარი ეს 3 ქულაა“.

მანუელ ნოიერი: „მოხარული ვარ, რომ კვლავ მოედანზე ვარ და გავიმარჯვეთ. კარგი თამაში ვაჩვენეთ დაცვაში. შეტევაში კი პირველ ტაიმში იდეები არ გვყოფნიდა. მე-2 ტაიმში „ვერდერის“ ფეხბურთელები დაიღალნენ და ჩვენ ჩვენი მომენტების რეალიზება მოვახდინეთ. ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო მომენტი მსაჯის მიერ საბოლოო სასტვენის ხმა იყო, მივხვდი რომ ჩვენ გავიმარჯვეთ და კარიც მშრალად შევინახეთ“.

რობერტ ლევანდოვსკი: „ზოგჯერ საჭიროა მოთმინებით აღიჭურვო და შენს მომენტებს დაელოდო. ყველამ დაინახა, რომ „ვერდერი“ დაცვიდან თამაშობდა. ჩვენ ცოტა თავისუფალი ადგილი გვქონდა. ამიტომ ადვილი არ იყო პირველი გოლის გატანა“.

ალექსანდერ ნური (ვერდერის მწვრთნელი): „70 წუთამდე ჩვენ ძალიან კარგად ვიცავდით თავს. მე-2 გოლი ჩვენ ძალიან სწრაფად გავუშვით. მეტის გარბენა გვიწევდა რადგან დაცვიდან შეტევაში ვერთვებოდით, ხოლო ამ გადართვებისას სიზუსტე და ბოლო პასი დაგვაკლდა“.
1
0

-ss- (26 აგვისტო 2017 23:18)

გილოცავთ, შემდეგი გაჩერება ჰოფენჰაიმი bayern
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.