» » მიულერი: სჩანს ჩემი სათამაშო მახასიათებლები 100% მოთხოვნადი არაა მწვრთნელისთვის

მიულერი: სჩანს ჩემი სათამაშო მახასიათებლები 100% მოთხოვნადი არაა მწვრთნელისთვის

27-08-2017, 11:32 dachi8 სიახლეები 4

მიულერი: სჩანს ჩემი სათამაშო მახასიათებლები 100% მოთხოვნადი არაა მწვრთნელისთვის
„ბავარიის“ თავდამსხმელი თომას მიულერი ბუნდესლიგის მე-2 ტურში , „ვერდერთან“ მოგების შემდეგ (2:0), უკმაყოფილო დარჩა, რომ მისთვის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი ვერ გამოინახა. 27 წლის გერმანელი შეცვლაზე 73-ე წუთზე შემოვიდა და ორიოდე წუთის შემდეგ რობერტ ლევანდოვსკის საგოლე გადაცემაც გაუკეთა.

„არ ვიცი, რა მახასიათებლების ხილვა სურს მწვრთნელს, მაგრამ სჩანს რომ ჩემი მახასიათებლები მოთხოვნადი არაა მთელი 100 პროცენტით“, - ციტირებს მიულერის სიტყვებს ARD.

„ჩვენ ვგეგმავდით თამაში ფლანგებზე დატვირთვით აგვეწყო, იმისათვის, რომ ბურთის ფლობა გაგვეორმაგებინა შუა ზონაში. ზუსტად ამის გამო თომასი არ გამოვიდა სასტარტო შემადგენლობაში. მაგრამ ის წარმატებით შემოვიდა თამაშში მე-2 ტაიმში. ეს უკიდურესად ტექნიკური გადაწყვეტილება იყო“, - ახსნა თავისი არჩევანი „ბავარიის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ.
1
2

dachi8 (27 აგვისტო 2017 18:55)

LawLeSS,
არა ფლანგებზე გვინდოდა გაგვეკეთებინა აქცენტიო, რომელ მატჩში არ აქვს ფლანგებზე გაკეთებული აქცენტი? რობერი დაუბერდა და მაინც ფლანგებით თამაშობს. ალკანტარა კარგ ფორმაში რომ ყოფილიყო კიდე ვიტყოდი ჯანდაბას ათამაშა მაგ პოზიციაზე-თქო და ტრავმიდან ახალი გამოსული ათამაშა ტიაგო, რომელიც მთელი თამაში ბურთს კარგავდა და ერთი საკვანძო გადაცემა არ გაუკეთებია და მიულერი 15 წუთი ათამაშა. მოდი და მაგის მიკერძოებულობაზე არ ილაპარაკო.

როდრიგესი რომ ეთამაშებინა კიდევ გავიგებდი, მაგ პოზიციის ფეხბურთელია და ამ ალკანტარასაგან უნდა რომ შექმნას რაღაც და არ გამოსდის და შეეშვას უკვე დროა, ეს სალიხანიჯიჩიც რას მიკეთებს ხმა ამოიღოს. თუ ეგეც გაყსუებული მათეუსის აზრისაა.
1

-ss- (27 აგვისტო 2017 11:42)

ამ სეზონშიც დატანჯავს ეს კაცი მიულას angry
0

LawLeSS (27 აგვისტო 2017 11:34)

მე მგონია არც მეტი და არც ნაკლები ამ სეზონის ბოლოს დაჟე შეიძლება ზამთარშიც წავიდეს
და მერე იდგნენ და ისროლონ რუმენიგემ და ჰიონესმა კლუბის ტრადიციებსა და ღირსებებზე მსუყე სიტყვები
0

dachi8 (27 აგვისტო 2017 11:33)

შენ კარლო რაც მოხვედი სულ ფლანგებზე გაქვს თამაში აწყობილი, მაგიტომაც გაქვს საქმე კარგად და კრეატივით ბრწყინავ dezl dezl dezl
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.