» » ლივერპული, მონაკოს კონკურენციის ფონზე სანჩესის გაფორმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

ლივერპული, მონაკოს კონკურენციის ფონზე სანჩესის გაფორმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

28-08-2017, 01:37 dachi8 ტრანსფერები 1

ლივერპული, მონაკოს კონკურენციის ფონზე სანჩესის გაფორმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
Sky Italy-ზე დაყრდნობით, „ლივერპული“ პორტუგალიელი ნახევარმცველის რენატუ სანჩესის გაფორმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს „ბავარიასთან“.

თუმცა, ინგლისურ კლუბს კონკურენციას ფრანგული კლუბი გაუწევს. როგორც გამომცემლობაშია ნათქვამი, „მონაკო“ ღიაა მოლაპარაკებების დაწყებისათვის სანჩესის გაფორმების თაობაზე.

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ უკიდურეს შემთხვევაში კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება. სჩანს იმ ერთში პორტუგალიელი თუ იგულისხმებოდა.

წინა ზაფხულში სანჩესი „ბავარიას“ შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ ევრო 2016-ზე „ბენფიკიდან“ შეუერთდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ შეძლო კარლო ანჩელოტის ნდობის მოპოვება.

20 წლის პორტუგალიელით დაინტერესებულნი იყვნენ „მილანი“, „იუვენტუსი“ და „ჩელსი“, რომლებიც კვლავ აკვირდებიან ფეხბურთელის გარშემო შექმნილ სიტუაციას.

ანჩელოტი ამტკიცებს, რომ ბედნიერი იქნება თუ რენატუ გუნდში დარჩება, თუმცა ხელს არ შეუშლის მის სურვილს კლუბი დატოვოს.

„რენატუმ იცის, რომ ცენტრში დიდი კონკურენციაა“, - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ. „ძალიან გამიხარდებოდა თუ გადაწყვეტდა ჩვენთან დარჩენას, მაგრამ თუ საბოლოოდ წასვლას გადაწყვეტს, არანაირი პრობლემა არ მექნება“ - იძახის იტალიელი.

სატრანსფერო ფანჯარა ხუთშაბათს იხურება და წინ საინტერესო კვირა გველოდება.
1
0

-ss- (28 აგვისტო 2017 09:06)

გაირკვევა ამ დღეებში, რაღა დარჩა futbalist
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.