» » Kicker: მათეუსმა ანჩელოტი გააკრიტიკა

Kicker: მათეუსმა ანჩელოტი გააკრიტიკა

28-08-2017, 09:38 -ss- სიახლეები 1

Kicker: მათეუსმა ანჩელოტი გააკრიტიკა
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა უკანახაზელმა ლოთარ მათეუსმა, "რეკორდმაისტერის" იტალიელი მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი გააკრიტიკა. კრიტიკის მიზეზი კი "ბავარიელთა" 27 წლის ნახევარმცველი, თომას მიულერი გახლდათ. როგორც მათეუსმა, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იტალიელი სპეციალისტი მიულერს არ ენდობა და მის საფეხბურთო შესაძლებლობებს მოქმედების საშუალებას არ აძლევს.

"მიულერს მიუნხენის "ბაიერნში" რთული პერიოდი უდგას, თუმცა გერმანიის ეროვნულ ნაკრებში მას საკუთარი პოზიცია გამყარებული აქვს. "ბავარიის" მიერ გამართულ მნიშვნელოვან შეხვედრებში, მისი სათანადო გამოყენება არ მომხდარა. თომასს ესაჭიროება ისეთი მწვრთნელი, რომელიც მას კლუბის ძირითად ფეხბურთელად მოიაზრებს. მიულერი არც ათი ნომერია, არც შვიდი და არც ცხრა . იგი თავის თავში აერთიანებს, ყველა ამ ზემოხსენებულ პოზიციას. ანჩელოტი კი პოზიციური თამაშის მკაცრი მიმდევარია"-ციტირებს ინტერნეტ-პორტალი Kicker-ი, ლოთარ მათეუსის სიტყვებს.

შეგახსენებთ, ბუნდესლიგის მე-2 ტურში, ბრემენის "ვერდერთან" გამართულ შეხვედრაში, თომას მიულერი გუნდის ძირითად თერთმეტეულში წარმოდგენილი არ იყო. იტალიელმა მთავარმა წმვრთნელმა, აღნიშნული ფაქტი ტაქტიკურ გადაწყვეტილებად ახსნა. თავად ფეხბურთელი კი, "ბავარიელთა" თავკაცის ქმედებით უკმაყოფილო დარჩა.
2
0

dachi8 (28 აგვისტო 2017 15:54)

ვა ძლივს მათეუსმა რაღაც ჭკვიანური თქვა wink
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.