» » ზამერი და შტრუნცი ანჩელოტის აკრიტიკებენ

ზამერი და შტრუნცი ანჩელოტის აკრიტიკებენ

28-08-2017, 15:51 dachi8 სიახლეები 3

ზამერი და შტრუნცი ანჩელოტის აკრიტიკებენ
“ბავარიის“ ყოფილი ფეხბურთელი ტომას შტრუნცი თვლის, რომ რეკორდმაისტერის თავდამსხმელს თომას მიულერს მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი სათანადოდ ვერ აფასებს. მიულერი ბუნდესლიგის მე-2 ტურის გასვლით მატჩში „ვერდერთან“ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა, რამაც რიგი სპეციალისტების უკმაყოფილება გამოიწვია.

„ჩანს, რომ მიულერს პირველად თავისი კარიერის განმავლობაში იმის შეგრძნება ჰქონდა, რომ მწვრთნელს მისი იმედი არ აქვს და მის სათამაშო შესაძლებლობებს არ საჭიროებს. თომას მიულერის გასაოცარი და მოქნილი პოზიციური თამაში მოთხოვნადი არაა ანჩელოტისათვის“ - ციტირებს შტრუნცის სიტყვებს გერმანული სპორტული გამოცემა Sport1.

შტრუნცის გარდა თავისი მოსაზრება თომას მიულერის თაობაზე ასევე, „ბავარიის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმაც გამოთქვა:

„თომასის საკითხთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა იყოს მისი გამოსვლები მთელი მისი კარიერის განმავლობაში. ლაპარაკი მიდის მსოფლიო ჩემპიონზე, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულზე, გერმანიის ჩემპიონზე და ქვეყნის თასის ჩემპიონზე. მაგრამ შეხედულებათა წინააღმდეგობები ფეხბურთელებთან მიმართებაში, რომლითაც კლუბი იდენტიფიცირდება, ყოველთვის არსებობს“, - ციტირებს ზამერის სიტყვებს tz.

შეგახსენებთ, რომ ბუნდდესლიგის მე-2 ტურის გასვლით თამაშში „ვერდერთან“ თომას მიულერმა თამაში სათადარიგო სკამიდან დაიწყო. კარლო ანჩელოტიმ მოედანზე ნახევარმცველების სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, რითაც შეტევაში თამაში არაეფექტური გახადა.

სურათზე ხედავთ თუ გუნდის ბომბარდირს რობერტ ლევანდოვსკის იძულებით სად უწევს თამაში, ბურთის მისაღებად

ზამერი და შტრუნცი ანჩელოტის აკრიტიკებენ


ქვევით მოყვანილ სურათში კი აშკარად იკვეთება ნახევარმცველების დიდი რაოდენობა ცენტრში და ფრთებზე, მაგრამ სადაა შეტევა? აღნიშნულ თავისუფალ ადგილზე მიულერის ყოფნა მიზანშეწონილი იქნებოდა

ზამერი და შტრუნცი ანჩელოტის აკრიტიკებენ


მიულერის პასი და ზონაში შერბენა ლევანდოვსკისათვის სივრცეს წარმოქნის რომ გაიტანოს

ზამერი და შტრუნცი ანჩელოტის აკრიტიკებენ
2
1

-ss- (28 აგვისტო 2017 17:08)

ცუდია ერთი კაცის გადაწყვეტილებებს ესეთი ფეხბურთელი რომ ეწირება. სანჩესსაც ხო ახეხინა სკამი წინა წელს, გაცილებით მეტი სათამაშო დრო უნდა მიეცა
0

efenbergi 19 (28 აგვისტო 2017 17:02)

ოხ კარლო კარლოო
0

dachi8 (28 აგვისტო 2017 15:52)

მოკლა რა ამ კაცმა შეტევა, ამიტომაა ამ კაცის მოსვლის შემდეგ ლევანდოვსკის სასწაულების ჩადენა რომ უწევს და თვითონ დარბის პასის მისაღებად, ამიტომაა, რომ უფერული შეტევები და კრეატივის არ ქონაა გუნდში. ან ვინმემ უნდა გამოაფხიზლოს ან დააბრუნონ იტალიაში kricha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.