» » 14 "ბავარიელი" ნაკრების განკარგულებაშია

14 "ბავარიელი" ნაკრების განკარგულებაშია

28-08-2017, 19:19 dachi8 სიახლეები 4

14
ბუნდესლიგაში და სხვა ევროპულ ჩემპიონატებში რამოდენიმე ჩატარებული ტურის შემდგომ შესვენების დრო დადგა. კლუბის ფეხბურთელები ნაკრებში მიემგზავრებიან, რათა მნიშვნელოვან მატჩებში თავისი ქვეყნის ნაკრებს დაეხმარონ. ეს „ბავარიის“ 14 ფეხბურთელსაც ეხება. ვინ, სად და ვის წინააღმდეგ? fcbayern.com-ი მიმოხილვას გვთავაზობს.

მათს ჰუმელსი, თომას მიულერი, იოშუა კიმიხი, ნიკლას ზიულე და სებასტიან რუდი გერმანიის ნაკრების განკარგულებაში იქნებიან, რომელთაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში 2 მატჩი ელოდებათ: 1 სექტემბერს იოაჰიმ ლიოვის გუნდი პრაღაში ითამაშებს ჩეხეთის წინააღმდეგ, ხოლო 4 სექტემბერს ნორვეგიას დაუპირისპირდება.

საინტერესო სიტუაციაა А ჯგუფში, რომლის ფარგლებშიც 31 აგვისტოს სენ-დენიში 3 „ბავარიელის“ ორთაბრძოლას ვიხილავთ: კორენტენ ტოლისო და კინგსლი კომანი საფრანგეთის ნაკრებიდან არიენ რობენის ჰოლანდიას დაუპირისპირდებიან. 3 სექტემბერს ორივე ნაკრები სახლში ითამაშებენ: ჰოლანდიელები ბულგარეთს მიიღებენ, ხოლო საფრანგეთი ლუქსემბურგის წინააღმდეგ ითამაშებს.

ალაბა გადამწყვეტი დუელის პირასაა

დავიდ ალაბას და ავსტრიის ნაკრებს წინ უმნიშვნელოვანესი მატჩები აქვთ. სასწორზე ყველაფერი ან არაფერია. 2 სექტემბერს „ბავარიელი“ სტუმრად უელსის წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო 5 სექტემბერს საქართველოს წინააღმდეგ. ავსტრიელებს ქულების მოპოვება ჭირდებათ, რათა სერბიისაგან და ირლანდიისაგან ჩამორჩენა შეამცირონ.

რობერტ ლევანდოვსკის პოლონეთს შედარებით კომფორტული სიტუაცია აქვს. თავის ჯგუფში ლევანდოვსკი და კამპანია პირველ ადგილს იკავებენ და 6 ქულით უსწრებენ დანიასა და მონტენეგროს. 1 სექტემბერს პოლონელები კოპენჰაგენში ითამაშებენ სკანდინავიელების წინააღმდეგ, ხოლო, 4 სექტემბერს ვარშავაში ყაზახეთს დაუპირისპირდებიან.

გიგანტების შეხვედრა მადრიდში

მადრიდში ნადვილი ცხელი მატჩი ჩატარდება! ტიაგო ესპანეთის ნაკრებში იტალიას უმასპინძლებს, რომელსაც ესპანეთისავით 16 ქულა აქვს დაგროვებული. სასტარტო სასტვენი 2 სექტემბერს გაჟღერდება. 3 დღის შემდეგ კი 5 სექტემბერს ესპანელები ლიხშტენშტეინის წინააღმდეგ ითამაშებენ.

სამხრეთ ამერიკაშიც ჩატარდება ასევე რამოდენიმე ორთაბრძოლა მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებლად. არტურო ვიდალი ჩილეს ნაკრებში 1 სექტემბერს სახლში პარაგვაის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. 5 სექტემბერს კი სტუმრად ბოლივიას დაუპირისპირდება.

კოლუმბიის ნაკრებს 31 აგვისტოს ხამეს როდრიგესის გარეშე მოუწევს მატჩის ჩატარება ვენესუელას ნაკრების წინააღმდეგ. შეძლებს თუ არა „ბავარიელი“ 5 სექტემბერს თამაშს ტოპ-დუელში ბრაზილიის წინააღმდეგ, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.

რენატუ სანჩესი კი გამოძახებული იქნა U21პორტუგალიის ნაკრებში, რომელიც 5 სექტემბერს უელსის წინააღმდეგ ითამაშებს.
1
0

efenbergi 19 (28 აგვისტო 2017 21:03)

მთავარია ტრამვის გარეშე ჩაიაროს ნაკრების თამაშებმა.
1

dachi8 (28 აგვისტო 2017 19:50)

-ss-,
გერმანელები ჯანმრთელები დაბრუნდებიან და სხვაზე რა ვთქვა აბა what

კარგად უზრუნველყოფენ ფეხბურთელების ჯანმრთელობის საკითხს გერმანიაში, სხვა ნაკრებისგან განსხვავებით გერმანიის სამედიცინო შტაბი
1

-ss- (28 აგვისტო 2017 19:45)

მთავარია ჯანმრთელები დაბრუნდნენ მიუნხენში worthy
0

dachi8 (28 აგვისტო 2017 19:26)

ვაა, რაფო არ გამოიძახეს და მარტინესი?

ნუ მარტინესი გასაგებია ტრავმირებული იყო ...
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.